The Beatles-ის ბიოგრაფიულ ფილმებზე ლეგენდარული ოთხეულის როლებზე მსახიობები შეირჩნენ

ოთხივე ფილმის პრემიერა 2028 წლის აპრილში იგეგმება.
The Beatles Evening Standard/Getty Images
The Beatles
Evening Standard/Getty Images

The Beatles-ის ბიოგრაფიული ფილმებისთვის კასტინგის შემდეგ მსახიობები შეირჩნენ, სადაც  ჯონ ლენონის როლს ჰარის დიკინსონი, პოლ მაკარტნის – პოლ მესკალი, რინგო სტარს – ბარი კეოგანი, ხოლო ჯორჯ ჰარისონს – ჯოზეფ ქუინი შეასრულებს.

Sony Pictures ახალ პროექტს იწყებს რომლის ამჟამინდელი სახელწოდებაა The Beatles – A Four Film Cinematic Event. ფილმების რეჟისორი სემ მენდესია. მისი თქმით,  თითოეული ჯგუფის წევრზე გადაღებული ოთხივე ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა 2028 წლის აპრილში  შედგება.

კასტინგის დადასტურების შესახებ ინფორმაცია რეჟისორმა სემ მენდესმა და ვარსკვლავურ მსახიობთა ოთხეულმა 31 მარტს ლას-ვეგასში, CinemaCon-ზე გააჟღერეს. 

რეჟისორმა აღნიშნა, რომ ოთხი ფილმი ბენდის თითოეული წევრის უფრო ღრმა, შინაარსობრივ მხარეს წარმოაჩენს: „The Beatles-მა კულტურა რადიკალურად შეცვალა და მთელი ცხოვრების განმავლობაში თქვენთან დარჩა.  ეს ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ბენდია.“

რეჟისორის თქმით, იგი The Beatles ფილმის გადაღებას წლების განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ერთი ფილმის ფორმატში ამ ისტორიის მოყოლა შეუძლებელი იყო და ტელესრიალის გადაღებაც არ სურდა. 

„აუცილებლად უნდა ყოფილიყო გზა, რომ ეს ეპიკური ისტორია ახალი თაობისთვის მოგვეთხრო. მერწმუნეთ, ჯერ კიდევ უამრავი რამაა გამოსაკვლევი და მგონია, რომ ამისთვის გზა გამოვნახეთ.“

ამ კასტინგის შესახებ ჭორები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა. გასულ წელს რინგო სტარმა აღნიშნა, რომ ბარი კეოგანი მის როლს მოირგებდა: „მგონი, სადღაც დასარტყამებზე დაკვრას სწავლობს, იმედი მაქვს, არც ისე ბევრს,“ – იხუმრა მან.

გარდა ამისა, რიდლი სკოტმა, რომელმაც პოლ მესკალი მთავარ როლში გადაიღო, შემთხვევით გაამხილა მსახიობის მონაწილეობა ბითლზის ბიოგრაფიულ ფილმში. 

ჰარის დიკინსონი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი როლებით ფილმებში  Babygirl (2024) და The Iron Claw (2023), ხოლო ჯოზეფ ქუინმა პოლ მესკალთან ერთად Gladiator II-ში მიიღო მონაწილეობა და ასევე გამოჩნდა სერიალ Stranger Things-ის ბოლო სეზონში.

აღსანიშნავია, რომ ოთხი ბიოგრაფიული ფილმი The Beatles-ის კარიერის მთელ გზას ასახავს,  1960 წელს ბენდის ფორმირებიდან საკონცერტო და სტუდიური პერიოდის ჩათვლით. ბენდს დღემდე ეკუთვნის ორი დიდი რეკორდი: ყველაზე მეტი №1 ალბომი Billboard 200-ზე (19 ალბომი) და ყველაზე მეტი №1 სინგლი Billboard Hot 100-ზე (20 ჰიტი).

The Beatles-ზე აქამდეც არაერთი დოკუმენტური და მცირე ბიუჯეტიანი მხატვრული ფილმია გადაღებული: 2009 წელს ფილმი Nowhere Boy გამოვიდა, რომელიც ჯონ ლენონის ახალგაზრდობას ეძღვნებოდა, მთავარ როლს  კი აარონ ტეილორ-ჯონსონი ასრულებდა.

2022 წელს კინოეკრანებზე The Beatles: Get Back გამოვიდა,  სადაც პიტერ ჯექსონმა ბენდის სტუდიური სესიებიდან აქამდე გამოუქვეყნებელი კადრები გამოიყენა და Disney+-ისთვის რვასაათიანი დოკუმენტური ფილმი შექმნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კორძი ციურიხში, თანამედროვე ქართულ ფესტივალზე დაუკრავს

შემდეგი სტატია

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი
ბრიუს დიკინსონი - Iron Maiden. 2025 წლის 5 ივნისი, ნორვეგია, ტრონდჰეიმი. Per Ole Hagen/Redferns

IRON MAIDEN-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით BURNING AMBITION ბრიტანული ჰევი-მეტალის ლეგენდარული მუსიკოსების „შთამბეჭდავ 50-წლიან მოგზაურობას“ აღწერს.
მეტი
იერინ ჰა - სოფი ბეკის როლში, ლუკ ტომპსონი - ბენედიქტ ბრიჯერტონის როლში, Bridgerton-ის მეოთხე სეზონი. LIAM DANIEL/NETFLIX Bridgerton.

ბილი აილიშის, Charli XCX-ის და Teddy Swims-ის ჰიტების  ქავერები Bridgerton-ის ახალ ნაწილში გაჟღერდება

სერიალის მუსიკალური გუნდი Billboard-ს იმ ჰიტებზე უყვება, რომლებიც მეოთხე სეზონის ფინალური ეპიზოდებისთვის შეარჩიეს.
მეტი
Behind the Door

ნოდარ მარშანიშვილის ფილმმა Behind The Door ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმს Behind The Door უწყვეტად გასდევს ერთი მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც სრულ ნარატივს აერთიანებს.
მეტი
მარგო რობი - Wuthering Heights-ის მსოფლიო პრემიერა, 2026 წლის 28 იანვარი, ლოს-ანჯელესი. Araya Doheny Photography/Variety

მარგო რობიმ გადასაღებ მოედანზე კეიტ ბუშის Wuthering Heights-ის ლეგენდარული ცეკვა გააცოცხლა

„მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მარგო რობის პერსონაჟს მძიმე ბედი აქვს, გადასაღები მოედანი მსახიობებისთვის სასიამოვნო იყო” - აღნიშნა მეტყველების პედაგოგმა უილიამ კონაჩერმა.
მეტი
Charli XCX - The Moment ფილმის პრემიერა, სანდენსის კინოფესტივალი. 2026 წლის 23 იანვარი, პარკ სიტი / იუტა. Dia Dipasupil/Getty Images

Charli XCX 2026 წლის სანდენსის კინოფესტივალზე სამსახიობო კარიერასა და მისი ალბომის, Brat-ის ეპოქის დასასრულზე საუბრობს

„ამ ეტაპზე ისე ვარ, როგორც ჩემივე პერსონაჟი ფილმში. მინდა, Brat დასრულდეს და სხვა მიმართულებით წავიდე,“ - განაცხადა არტისტმა.
მეტი