ნახეთ: როგორ დააცენზურეს ჩინეთში Megan Thee Stallion-ის პერფორმანსი

ფოტო: Rich Fury/GI for Coachella

მიმდინარე წლის 16 აპრილს კალიფორნიაში გამართულ ფესტივალ Coachella-ზე ჰიპ ჰოპ არტისტ Megan Thee Stallion-ის გამოსვლამ ჩინელ ცენზორებს თავის ტკივილი გაუჩინა. ღონისძიების ტრანსლაცია ქვეყნის მკაცრი მორალური რეგულაციების დამსახურებით აკრძალული იყო, ამიტომაც შოუს ყურებასა და სხვებისთვის ჩვენებას მსურველები ე.წ. VPN სერვისის საშუალებით ახერხებდნენ.

სოციალური მედიის მონიტორინგის ვებგვერდმა What’s On Weibo შენიშნა, რომ პლატფორმა WeChat-ზე “კოაჩელა” ლაივ სტრიმინგით უკანონოდ გადაიცემოდა, რის შემდეგაც პასუხისმგებელმა პირებმა ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების აღსასრულებლად შოუს დაცენზურება დაიწყეს.

ერთ-ერთ ცენზორს საზოგადოებისთვის საჩვენებლად შეუფერებელი კადრების დაფარვა შავი გამოსახულებით დაევალა. მისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მუშაობა რეპერის მიერ ჰიტის WAP შესრულებისას, რადგანაც მოცეკვავეები და მეგანი მოშიშვლებული სამოსით ცეკვავდნენ. ამასთან, კომპოზიციის ტექსტიც სექსუალური ხასიათისაა.

ტრანსლაციის მაყურებლები მონიტორინგის სამსახურს კომენტარების ველში უწერდნენ, რომ ნუ ექცეოდნენ მათ, როგორც ბავშვებს. ზოგიერთი მათგანი კი ხუმრობდა, რომ რეალურად ტრეკს Wet Ass Puxi ერქვა და შანხაის ერთ-ერთ რაიონ Puxi-ს შეეხებოდა, სადაც ამჟამად ომიკრონის გამო მკაცრი ლოქდაუნია გამოცხადებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქიდ ქადი: Rock N Roll უკანასკნელი ტრეკია, რომელიც ქანიე ვესთთან ჩავწერე

შემდეგი სტატია

მამაკაცს, რომელიც მაკ მილერს ნარკოტიკით ამარაგებდა, 11 წელი მიუსაჯეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი