A$AP Rocky ლოს ანჯელესის აეროპორტში დააკავეს

ფოტო: Edward Berthelot/GI

პოპულარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რაკიმ მეიერსი, სასცენო სახელით ASAP Rocky, ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის ნოემბერში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით დააკავეს. ქალაქის პოლიციის სამმართველოს განცხადებით, რეპერი შეიარაღებულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ბარბადოსიდან ჩამოფრენილ მუსიკოსს შეყვარებული Rihanna ახლდა.

საქმე 2021 წლის 6 ნოემბერს ჰოლივუდში მომხდარ სავარაუდო შემთხვევას უკავშირდება. მოქალაქის მტკიცებით, მას რეპერი მიუახლოვდა და რამდენჯერმე გაისროლა, შედეგად კი ერთმა ტყვიამ მარცხენა ხელი გაუკაწრა.

ცნობისთვის, 2019 წელს როქი თავდასხმის ბრალდებით შვედეთშიც დააკავეს. დაზარალებული ამტკიცებდა, რომ რეპერმა მას სცემა. არტისტმა გისოსებს მიღმა ხუთი კვირა გაატარა, რის შემდეგაც საპატიმრო დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. თუმცა, მოგვიანებით ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

აღსანიშნავია, რომ რეპერი და მომღერალი რიანა ახლო მომავალში ბავშვს ელოდებიან. ხმები გავრცელდა წყვილის ნიშნობასთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც რირი პაპარაცებმა საქორწინო ბეჭდით შენიშნეს. მუსიკოსები ერთმანეთს 2020 წლიდან ხვდებიან.

ეისეფ როქიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მუსიკოსის დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP მოიცავს, რომლებიც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდნენ. 2018 წელს შემსრულებელმა დღეისათვის ბოლო, რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი Testing გამოუშვა, რომელიც ოქროს სტატუსის მფლობელია. სოლო კარიერის გარდა, რეპერი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რეპერ Pooh Shiesty-ს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა 1981 წლის ჰიტი Get Down On It იმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი