Psy-ს სინგლის That That პროდიუსერი BTS-ის შუგა იქნება

ფოტო: Ethan Miller/GI

ცნობილი კეიპოპ მუსიკოსის, Psy-ს ინფორმაციით, მისი მომავალ ალბომში Psy 9th შემავალი ერთ-ერთი სიმღერის That That პროდიუსერი ბოიბენდ BTS-ის წევრი, შუგა გახლავთ. სტუდიური ჩანაწერის გავრცელება 29 აპრილს არის დაგეგმილი.

“როდესაც ახალგაზრდა არტისტებს ვხვდები, არ მინდა, მათ თავი არაკომფორტულად ვაგრძნობინო. არ მსურს, თავი რთულად მისაწვდომად წარმოვაჩინო. შუგა ჩემი მეგობარია. ასაკობრივი სხვაობა არც კი მიგრძვნია. თუ ისიც მეგობრად მთვლის, ძალიან გამიხარდება”, – ამბობს 44 წლის ფსაი ტრეკის სარეკლამო ვიდეოში.

შუგამ კი აღნიშნა:

“თავდაპირველად საკმაოდ ვნერვიულობდი, რადგანაც ის ჩემზე ბევრად უფროსი და დაფასებული ადამიანია. მოგვიანებით კი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბავშვობის მეგობართან ერთად ვმუშაობდი, რამაც პროცესი უფრო ხალისიანი გახადა. ჩვენ დავმეგობრდით”.

ცნობილია, რომ ფსაის მომავალ ალბომში ჯერმეინ ჯექსონისა და პია ზადორას 1984 წლის სინგლი When the Rain Begins to Fall იქნება დაქავერებული, რომელსაც მუსიკოსი ჯგუფ MAMAMOO-ს წევრთან, ჰვა სასთან ერთად შეასრულებს. ნამუშევარში ასევე შევხვდებით კეიპოპ მომღერალ Crush-თან ერთად ჩაწერილ სიმღერას Happier.

პაკ ჩესანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მან მსოფლიო პოპულარობას ჰიტით Gangnam Style მიაღწია, რომელმაც ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე პოზიცია დაიკავა. ამასთან, მასზე გადაღებული კლიპი პირველი ვიდეო გახდა იუთუბზე, რომლის ნახვებმაც მილიარდს გადააჭარბა. წარმატება ხვდა წილად მუსიკოსის კიდევ ერთ სინგლს Gentleman, რომელიც Billboard Hot 100-ში მეხუთე ადგილზე გავიდა. შემსრულებელს დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

უიქენდი Kaytranada-სთან ერთად Out of Time-ის რემიქსებს ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: რეპერი Future ახალი ალბომის გარეკანს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი