მოუსმინეთ: Future ალბომს I NEVER LIKED YOU ავრცელებს

ფოტო: Meredith Jenks/Billboard

ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Future რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი I NEVER LIKED YOU გამოუშვა. 16-ტრეკიან ჩანაწერში მოწვეული არტისტების რანგში გვხვდებიან: ქანიე ვესთი, განა, იანგ თაგი, დრეიქი, თემსი, ისთ გი და კოდაკ ბლექი. კანადელი შემსრულებელი, დრეიქი ნამუშევრის ორ კომპოზიციაში Wait For U და I’m on One მონაწილეობს.

ახალ სტუდიურ ალბომზე რეპერი ჟურნალ GQ-ს ესაუბრა:

“მასში ჩემს თავს ვდებ. სამყაროს ვუზიარებ ჩემი ცხოვრების სტილს, ტკივილს, აღმასვლებსა და დაღმასვლებს. მე მჯერა სამყაროს ენერგიის. ამიტომაც, შელამაზების გარეშე წარმოვაჩენ საკუთარ თავს, რადგან მსურს, ის გამოსწორდეს. არ მინდა, რომ შეცდომები დავუშვა. მზად ვარ, ჩემი თავი სრულად გაგიზიაროთ, თქვენ კი მეტყვით, როგორ გავხადო ის უკეთესი”, – აღნიშნა მუსიკოსმა ინტერვიუში.

რეპერმა უკვე მეცხრე ალბომი გამოუშვა. თავისი კარიერის ხანგრძლივობის შესახებ საუბრისას Future-მ თქვა:

“მე აქ ვაპირებ დარჩენას, ეს უკვე დავამტკიცე. წელიწადში 100 ჰიტი მქონდა, ხოლო ისინი კვლავ მეკითხებიან, ჰეი, რა გეგმები გაქვს? მე კი ისევ უნდა დავამტკიცო, რომ ამის კეთება შემიძლია. ვაჩვენე, რომ შემიძლია, ორ კვირაში გავრცელებული ორივე ალბომი ჩარტის სათავეში მოხვდეს. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ დავრჩენილიყავი”.

ატლანტელმა ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის თრეფ მუსიკაში ვოკალური ეფექტებისა და მელოდიების გამოყენების პიონერად მიიჩნევა. გრემის მფლობელ შემსრულებელს დღემდე ცხრა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის ექვსი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. მას აგრეთვე არაერთი წარმატებული კოლაბორაციული ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჰარი სტაილზი ალბომის Harry’s House ტრეკლისტს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ლედი გაგა კომპოზიციის Hold My Hand ნაწყვეტს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი