ნახეთ: ჰარი სტაილზი ალბომის Harry’s House ტრეკლისტს აქვეყნებს

ფოტო: Kevin Mazur/Getty Images

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, ჰარი სტაილზი თავისი რიგით მესამე სტუდიური ალბომის Harry’s House ტრეკლისტს აქვეყნებს. 13 კომპოზიციისგან შემდგარი ჩანაწერი სიმღერით Late Night Talking იხსნება, მას მოსდევს Grapejuice, უკვე გავრცელებული სინგლი As It Was, Daylight, Little Freak და Matilda. ბი საიდზე კი შეხვდებით ნამუშევრებს: Cinema, Daydreaming, Keep Driving, Satellite, Boyfriends და Love Of My Life. ალბომი გაყიდვაში 20 მაისს ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ სტაილზი ახლახან ფესტივალ “კოაჩელას” ჰედლაინერი გახლდათ. მან 100 000-ზე მეტი თაყვანისმცემლის წინაშე შეასრულა მომავალი ალბომის სინგლი As It Was, ასევე გამოუქვეყნებელი Boyfriends და Late Night Talking. არტისტს სცენაზე კანადელი მომღერალი შენაია თვეინიც შეუერთდა. მათ ამ უკანასკნელის ჰიტები Man! I Feel Like a Woman და You’re Still the One იმღერეს. ღონისძიების მეორე უიქენდზე კი ჰარიმ ამერიკელ მუსიკოს ლიზოსთან ერთად I Will Survive და One Direction-ის What Makes You Beautiful შეასრულა.

“სცენაზე დაუგეგმავად აღმოვჩნდი. ისედაც მივდიოდი “კოაჩელაზე” ჰარის გამოსვლის სანახავად, რადგან ის ჩემი ბიჭია. ამ შოუთი ვაპირებდი ჩემი დაბადების დღის აღნიშვნის დაწყებას. ოთხშაბათს ღამე კი მომწერა, გინდა, მოხვიდე და I Will Survive-ის რეპეტიცია გავიაროთო? სულ სამჯერ ვიმღერეთ მის საგასტროლო ტრაილერში. ჰარიმ ასევე დააქავერა ჩემი სიმღერა Juice, მე მისი ნამუშევარი Adore You. სულ ეს იყო, მასთან ერთად უკვე შოუს ვაკეთებდი”, – გაიხსენა ლიზომ.

მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი და დონ თოლივერი კლიპს Honest ავრცელებენ

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Future ალბომს I NEVER LIKED YOU ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი