ნახეთ: Psy და შუგა კლიპს That That ავრცელებენ

ფოტო: Psy/That That

ცნობილმა კეიპოპ არტისტმა, ფსაიმ რიგით მეცხრე ალბომთან Psy 9th ერთად ჩანაწერის სინგლზე That That გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ბოიბენდ BTS-ის შუგა მონაწილეობს.

მოუსმინეთ: Psy ახალ ალბომს Psy 9th ავრცელებს

ფსაიმ შუგას პროდიუსირებით შექმნილ ტრეკზე ინფორმაცია ამ კვირის დასაწყისში გაავრცელა, თუმცა, უცნობი იყო, გამოჩნდებოდა თუ არა კლიპში “ბითიესის” წევრი.

“სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი ახლო შეხება არ მქონია არცერთ მუსიკოსთან, ვისთანაც მითანამშრომლია, რადგანაც არ მიყვარს ხოლმე პირისპირი შეხვედრები. მაგრამ ფსაიმ მოითხოვა, რომ ის პირადად მენახა”, – გაიხსენა შუგამ.

ფსაიმ კი დაამატა, რომ მათი შეხვედრა შუგამ მოისურვა, რომელსაც უბრალოდ მისი სიმღერის პროდიუსერობა უნდოდა, თუმცა, საბოლოოდ ერთობლივი კომპოზიცია გამოუვიდათ.

That That-ის გარდა, სტუდიურ ალბომში შევიდა ჯერმეინ ჯექსონისა და პია ზადორას 1984 წლის სინგლის When the Rain Begins to Fall ქავერ ვერსია, რომელსაც მუსიკოსი ჯგუფ MAMAMOO-ს წევრთან, ჰვა სასთან ერთად ასრულებს. ნამუშევარში ასევე ვხვდებით კეიპოპ მომღერალ Crush-თან ერთად ჩაწერილ სიმღერას Happier.

პაკ ჩესანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მან მსოფლიო პოპულარობას ჰიტით Gangnam Style მიაღწია, რომელმაც ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე პოზიცია დაიკავა. ამასთან, მასზე გადაღებული კლიპი პირველი ვიდეო გახდა იუთუბზე, რომლის ნახვებმაც მილიარდს გადააჭარბა. წარმატება ხვდა წილად მუსიკოსის კიდევ ერთ სინგლს Gentleman, რომელიც Billboard Hot 100-ში მეხუთე ადგილზე გავიდა. შემსრულებელს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: Psy ახალ ალბომს Psy 9th ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი და დონ თოლივერი კლიპს Honest ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი

არიანა გრანდეს ბებია ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მოხვდა

98 წლის ნონნა ჩარტში წარმოდგენილია 55-ე ადგილზე სიმღერით Ordinary Things, რომელიც არიანა გრანდეს ახალ ალბომშია შესული.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი