ელვის პრესლის ყოფილი ცოლი, 76 წლის პრისცილა პრესლი მუსიკოსზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Elvis დახურულ ჩვენებას დაესწრო. მან მოგვიანებით სოციალურ ქსელში რეჟისორი ბაზ ლურმანი შეაქო, რომლის ნამუშევარსაც მაისში კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ, 24 ივნისს კი სურათი კინოგაქირავებაში ჩაეშვება. პრისცილამ ფილმი ელვისის დიდი ხნის მეგობართან, ჯერი შილინგთან ერთად იხილა.
ამის შემდეგ პრისცილამ ელვისის მენეჯერზე, კოლონელ ტომ პარკერზე ისაუბრა, რომელიც მსახიობმა ტომ ჰენკსმა განასახიერა.
ელვისი და პრისცილა ლას ვეგასში 1967 წელს დაქორწინდნენ. მომავალ წელს მათ გოგონა, ლიზა მარი პრესლი შეეძინათ. წყვილი 1973 წელს განქორწინდა.
კინოსტუდიამ Warner Bros. ფილმი გასულ კვირას ლას ვეგასში, კინოთეატრში CinemaCon აჩვენა, სადაც მუსიკოსის როლის შემსრულებელმა, ოსტინ ბატლერმა ფილმში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.
ელვის პრესლი, 500 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მან 36 წლის ასაკში მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გრემის საპატიო ჯილდო Grammy Lifetime Achievement Award მიიღო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can’t Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.