ოლივია როდრიგომ და ავრილ ლავინმა ჰიტი Complicated შეასრულეს

ფოტო: Rich Fury/GI

19 წლის ამერიკელი მომღერალი, ოლივია როდრიგო ტურნეს Sour Tour ფარგლებში კანადის ქალაქ ტორონტოს ესტუმრა. Massey Hall-ში დაგეგმილ კონცერტზე, რომლის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, არტისტმა სცენაზე ცნობილი ადგილობრივი შემსრულებელი, ავრილ ლავინი მიიწვია და მასთან ერთად ამ უკანასკნელის 2002 წლის ჰიტი Complicated იმღერა.

“ძალიან, ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ის დღეს ჩემთან ერთად იმღერებს. თქვენ წინაშეა ავრილ ლავინი”, – ასე წარადგინა ოლივიამ მუსიკოსი.

ამის შემდეგ შავ ჩექმებსა და კუბოკრულ ქვედაბოლოებში გამოწყობილმა არტისტებმა Complicated შეასრულეს. ტრეკი, რომელსაც ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე ადგილი ერგო, ლავინის სადებიუტო ალბომში Let Go არის წარმოდგენილი.

“ამის შემდეგ აღარ ვიცი, რა უნდა გავაკეთო”, – განაცხადა როდრიგომ მას შემდეგ, რაც ავრილმა სცენა დატოვა.

კონცერტის დასრულების შემდგომ ავრილმა და ოლივიამ ერთმანეთს მადლობა სოციალური ქსელების მეშვეობით გადაუხადეს:

“ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად სიმღერა. წარმატებულ ტურნეს გისურვებ, გოგონი. ბოლომდე ასე მაგრად გააგრძელე. მიყვარხარ”, – დაწერა ავრილ ლავინმა.
“გასაოცარი კონცერტი იყო, მადლობა ძვირფასო ავრილ, რომ ჩემთან ერთად იმღერე. გაღმერთებ”, – აღნიშნა ოლივიამ.

ავრილისა და ოლივიას სიმღერის პერფორმანსის ხილვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ როდრიგომ სიმღერა Complicated აპრილში დაწყებული ტურნეს Sour Tour ფარგლებში უკვე არაერთხელ შეასრულა. 

ოლივია როდრიგო ახალგაზრდა მსახიობი და მუსიკოსია, რომელსაც პოპულარობა Disney Channel-ის სერიალებში Bizaardvark და High School Musical: The Musical: The Series შესრულებულმა მთავარმა როლებმა მოუტანა. 2021 წლის 8 იანვარს არტისტმა სადებიუტო კომპოზიცია Drivers License გამოაქვეყნა. სინგლმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში, მათ შორის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. ამავე წელს ოლივიამ ალბომი Sour გამოუშვა, რომელმაც მას გრემის სამი ჯილდო მოუტანა.

ავრილ ლავინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Let Go 21-ე საუკუნეში კანადელი არტისტის მიერ გამოშვებული ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერია. შემსრულებლის დისკოგრაფია შვიდ სტუდიურ ნამუშევარს ითვლის. მას კარიერის განმავლობაში გრემის 8 ნომინაცია აქვს მიღებული. მუსიკოსს მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Complicated, Girlfriend და Sk8er Boi მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ლედი გაგა კომპოზიციის Hold My Hand ნაწყვეტს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

პრისცილა პრესლი: ელვისის როლის შემსრულებელს რთული დავალება ჰქონდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი