მოუსმინეთ: ჯეკ ჰარლოუმ ალბომი Come Home the Kids Miss You გამოუშვა

ფოტო: Peyton Fulford/Billboard

გრემის ნომინანტი რეპერი, ჯეკ ჰარლოუ სადებიუტო ალბომს Come Home the Kids Miss You ავრცელებს. სტუდიურ ნამუშევარში მოწვეული არტისტების რანგში გვხვდებიან ჰიპ ჰოპ და არენბი ვეტერანები: ფარელი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ლილ უეინი და დრეიქი.

“ახალი ნამუშევარი ხალხს ენერგიას აუმაღლებს. თქვენ გაიგებთ, რომ მე ვიაზრებ, ვინ ვარ, ვინ შემეძლო, ვყოფილიყავი და როგორ უნდა ვიმუშავო ბევრი, რომ რაღაც გავხდე. ჩემი ვარსკვლავი ამოდის, მე კი თითქოს ამ პროცესის დოკუმენტირებას ვახდენ და გაჩვენებთ, რა ეტაპზე მინდა, გადავიდე. კომფორტულად ვხდები ვარსკვლავი. მინდა, რომ გავერთო”, – განაცხადა ჯეკმა გასული წლის დეკემბერში ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში.

ჰარლოუს აქამდე ჩანაწერის მხოლოდ ორი სინგლი Nail Tech და First Class ჰქონდა გამოშვებული. უკანასკნელი მათგანი ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა.

ჯეკმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, ფართო საზოგადოების ყურადღება მან 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. ექვსმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსი ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა. 2020 წლის დეკემბერში რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი That’s What They All Say ჩაუშვა, რომელიც Billboard 200-ში მეორე პოზიციაზე გავიდა. ასევე, აღსანიშნავია 2021 წელს ლილ ნას იქსთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერა Industry Baby, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრევის სკოტის Sicko Mode-ის კლიპის ნახვებმა მილიარდს გადააჭარბა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Arcade Fire ახალ ალბომს We ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი