ნახეთ: Future და Drake კლიპს Wait For U ავრცელებენ

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტები, Future და Drake კოლაბორაციულ ტრეკზე Wait For U გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. სიუჟეტი შუასაუკუნეების რომანტიკულ “თქმულებას ტოქსიკურ მეფეზე” მოგვითხრობს, რომელშიც მეფე დედოფალს ტოვებს და ომში საბრძოლველად მიდის.

მოუსმინეთ: Future ალბომს I NEVER LIKED YOU ავრცელებს

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი ტოქსიკური მეფე, რომელიც ომში წავიდა და დედოფალი დატოვა”, – ასე იხსნება ვიდეო.

პირველი ბრძოლის მოგების შემდეგ მეფემ ნადიმი გამართა, სადაც მრავალი ქალი ახლდა, მათ შორის არ ყოფილა დედოფალი. ეს უკანასკნელი მონარქის კარზე მყოფ ერთ-ერთ სარდალს უყვარდა, რომელმაც ქალს ღალატის შესახებ აცნობა, რის შემდეგაც დედოფალმა მეფეს განქორწინების უსტარი გაუგზავნა. კლიპში დრეიქი მეფე Future-ს ნდობით აღჭურვილი პირი და შიკრიკია, რომელიც ჯერ ერთ-ერთი ქალწულის გადარჩენას, შემდეგ კი დედოფალთან გრაგნილის მიტანას ახერხებს: “კარგად ვარ, საყვარელო. გაერთე”.

Wait For U რეპერ Future-ს რიგით მეცხრე სტუდიურ ალბომში I Never Liked You შედის, რომელიც 29 აპრილს გამოიცა. ეს პირველი ნამუშევარია 2020 წლის ჩანაწერის High Off Life შემდეგ.

ატლანტელმა ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის თრეფ მუსიკაში ვოკალური ეფექტებისა და მელოდიების გამოყენების პიონერად მიიჩნევა. გრემის მფლობელ შემსრულებელს დღემდე ცხრა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის შვიდი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. მას აგრეთვე არაერთი წარმატებული კოლაბორაციული ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ ქეივის ვაჟი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Cardi B-ის სთხოვეს, ორსული რიანასთვის რაიმე ერჩია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი