ნიკ ქეივის ვაჟი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფოტო: Frazer Harrison/GI

ლეგენდარულ ავსტრალიელ მუსიკოს ნიკ ქეივს კიდევ ერთი ვაჟი, 30 წლის ჯეთრო ლაზენბი გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია არტისტმა თავად დაადასტურა.

“დიდი მწუხარებით ვადასტურებ, რომ ჩემი შვილი, ჯეთრო გარდაიცვალა. მადლიერი დაგრჩებით, თუ ოჯახის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას დაიცავთ”, – განაცხადა შემსრულებელმა.

ჯეთროს გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ცნობებით, მან ახლახან ავსტრალიის ციხეში გარკვეული დრო გაატარა დედაზე, ყოფილ მოდელ ბო ლაზენბიზე თავდასხმის გამო. ჯეთრომ საპატიმრო 5 მაისს დატოვა.

2008 წელს ჟურნალ The Guardian-თან ინტერვიუში ნიკ ქეივმა თავის მეორე ვაჟთან ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მან შვილი პირველად 7-8 წლის ასაკში იხილა.

“ძალიან ვნანობ, რომ ჯეთროსთან დაბადებიდანვე არ ვატარებდი დროს, თუმცა, ახლა ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს”, – თქვა მუსიკოსმა. 

აღსანიშნავია, რომ ლაზენბი წარსულში სამოდელო და სამსახიობო საქმიანობებით იყო დაკავებული. მას ფილმებში Corroboree და My Little Princess აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნიკ ქეივს ვაჟი არტური 2015 წელს, 15 წლის ასაკში გარდაეცვალა, მას შემდეგ, რაც მოზარდი ინგლისის ქალაქ ბრაიტონში კლდიდან გადავარდა და სასიკვდილო დაზიანებები მიიღო. ამ ტრაგედიაზე მუსიკოსის ბენდის Nick Cave and the Bad Seeds 2016 წლისა და 2019 წლის ალბომებში Skeleton Tree და Ghosteen, ასევე დოკუმენტურ ფილმში One More Time With Feeling არის საუბარი.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: BTS-ის წევრები ვარჯიშის წამახალისებელ ვიდეოს ავრცელებენ

შემდეგი სტატია

ნახეთ: Future და Drake კლიპს Wait For U ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ისრაელში გამართული კონცერტით გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა

სოციალურ ქსელში მუსიკოსი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან და ებრაელმა არტისტმა დუდუ ტასამ თელ-ავივში კონცერტი გამართეს.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი