სამწლიანი პაუზის შემდეგ, ცნობილმა ამერიკულმა ელექტრონულმა პროექტმა The Chainsmokers ახალი, რიგით მეოთხე ალბომი So Far So Good გამოუშვა. 13-ტრეკიანი ნამუშევარი Disruptor Records-სა და Columbia Records-თან თანამშრომლობით ჩაეშვა გაყიდვაში. ბენდს აქამდე ჩანაწერის სინგლები: High, iPad და Riptide ჰქონდა გამოცემული.
ჟურნალ “ბილბორდთან” ინტერვიუში დრიუ ტაგარტმა და ალექს პალმა განმარტეს, რომ ახალი ალბომი აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში შექმნეს, ვიდრე წინა ნამუშევრები. მანამდე დუეტი კომპოზიციებს გასტროლების პერიოდში წერდა. 2019 წელს მუსიკოსებმა შემოქმედებითი პაუზა აიღეს და 2020 წლის იანვარში მეგობრებთან ერთად ორი კვირით ჰავაიზე გაემგზავრნენ. სწორედ აქ შეიქმნა ალბომისთვის So Far So Good მასალა.
ენდრიუ ტაგარტმა და ალექს პოლმა დუეტი The Chainsmokers 2012 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Don’t Let Me Down მოუტანა, რომელსაც 2017 წელს “საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის” კატეგორიაში გრემი გადაეცა. დუეტის სადებიუტო ალბომი Memories…Do Not Open გამოსვლისთანავე Billboard 200-ის სათავეში მოექცა. კოლექტივს დღემდე ოთხი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.