კალიფორნიის ქალაქი ინდიო და რიო დე ჟანეირო ერთმანეთისგან დაახლოებით 7000 მილითაა დაშორებული. ინდიო უდაბნოა, რიო კი ტროპიკული პლაჟი. ამ უკანასკნელში 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ინდიო კი წლის უმეტესი ნაწილი პატარა მშვიდი დასახლებაა. თუმცა, აქ აპრილის თვეში გამართული Coachella ანიტამ ბრაზილიურ კარნავალად აქცია.
თავდაპირველად სცენაზე არსებული დინამიკებიდან ბრაზილიელი მუსიკოსის, სერხიო მენდესის კომპოზიცია Mas Que Nada ისმოდა, შემდეგ კი სცენაზე მოტოციკლეტით ბრაზილიის დროშის ფერებში გამოწყობილი 29 წლის ანიტა გამოვიდა და რეპერ სნუპ დოგთან ერთად სიმღერის Onda Diferente შესრულება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ანიტა 13 მაისს ლოს ანჯელესში Billboard MusicCon-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა და სიმღერასაც შეასრულებს. მანამდე კი არტისტი ჟურნალ “ბილბორდის” სტუმარი გახლდათ. მისი ფოტოები გამოცემის გვერდებზეც დაიბეჭდა.