ცნობილი დრამერი ტრევის ბარკერი დაქორწინდა

ფოტო: Instagram/Travis Barker

ცნობილი დრამერის, ტრევის ბარკერისა და ტელევარსკვლავ კორტნი კარდაშიანის ქალაქ სანტა ბარბარაში დაქორწინების შესახებ გავრცელებული ხმები წყვილმა ინსტაგრამის საშუალებით დაადასტურა.

ნახეთ: ტრევის ბარკერმა ტეილორ ჰოკინსის ხსოვნის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა

“მანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს”, – ასე დაასათაურეს ტრევისმა და კორტნიმ ფოტოები, რომლებიც მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

როგორც სურათებიდან ჩანს, წყვილს ბარკერის მამა, რენდი და კარდაშიანის ბებია, მერი ჯო კემპბელი ახლდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ ტრევისისა და კორტნის ქორწინებას მათი ოჯახების დიდი ნაწილი არ დასწრებია, არსებული ინფორმაციით, წყვილი ცერემონიას ახლო მომავალში იტალიაში გამართავს.

დრამერმა და რეალითი შოუს ვარსკვლავმა თავიანთი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ პირველად 2021 წელს, ვალენტინობის დღეს გააჟღერეს. ისინი ოქტომბერში დაინიშნენ.

ტრევის ბარკერმა მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფში Blink 182 მოღვაწეობით გახდა. დრამერი ხშირად თანამშრომლობს ჰიპ ჰოპ არტისტებთან. არის რეპ როკ ჯგუფის Transplants წევრი. დაარსებული აქვს როკ კოლექტივები: +44 და Box Car Racer. შედის ასევე პროექტების Antemasque და Goldfinger შემადგენლობაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯექსონის ალბომის Thriller 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კრებული გამოიცემა

შემდეგი სტატია

ნახეთ: BTS ჯანსაღი ცხოვრების წამახალისებელ ვიდეოს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი