ჯექსონის ალბომის Thriller 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კრებული გამოიცემა

ფოტო: Kevin Mazur/WireImage

15 მაისს, ჟურნალ “ბილბორდის” მუსიკალურ დაჯილდოებაზე, მომღერალ Maxwell-ის მიერ მაიკლ ჯექსონის ჰიტის Lady in My Life შესრულების შემდეგ, ჯექსონის წარმომადგენლობამ და Sony Music-მა კრებული Thriller 40 დააანონსა, რომელიც მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.

საკულტო ალბომს Thriller მიმდინარე წლის ნოემბერში 40 წელი შეუსრულდება. დაანონსებულ კრებულში ორი კომპაქტ დისკი შევა. სტუდიური ნამუშევრის ორიგინალურ სიმღერებთან ერთად მასში წარმოდგენილი იქნება ის გამოუქვეყნებელი კომპოზიციები, რომლებზეც მაიკლი ამ ალბომის ჩაწერისას მუშაობდა.

Thriller 1982 წლის 30 ნოემბერს გამოუშვეს. მასში შესული ცხრა სიმღერიდან შვიდი ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ ათეულში მოხვდა. მათ შორის სამი კომპოზიცია: Beat It, Billie Jean და Thriller პირველ ადგილზე გავიდა. რვა გრემთან ერთად სტუდიურ ჩანაწერს ოცდათოთხმეტმაგი პლატინის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიოში მისი 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. მსოფლიოში გაყიდული 400 მილიონზე მეტი ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: 5 Seconds of Summer ვიდეორგოლს Me, Myself & I ავრცელებს

შემდეგი სტატია

ცნობილი დრამერი ტრევის ბარკერი დაქორწინდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი