ნახეთ: BTS ჯანსაღი ცხოვრების წამახალისებელ ვიდეოს ავრცელებს

ფოტო: Brian Friedman

საგანმანათლებლო პროექტი HYBE EDU ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის სამხრეთკორეული ბოიბენდის BTS მონაწილეობით მორიგ ვიდეოს ავრცელებს. 13-წუთიან კლიპში მწვრთნელი მაყურებელს მუცლის პრესის ვარჯიშებს ასწავლის.

• ნახეთ: BTS-ის კრებულში Proof დემო ჩანაწერებიც შევა

“იმისთვის, რომ ეფექტურად გამოიყენოთ სხეულის ზედა და ქვედა კუნთები, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს ტანის ცენტრალურ ნაწილს”, – წერია ვიდეოს აღწერის გრაფაში.

მწვრთნელის მიერ ნაჩვენები მოძრაობების გამეორებას პარალელურად “ბითიესის” წევრებიც ცდილობენ. 

“შეგიძლიათ, ყოველდღე ჭამოთ შემწვარი ქათამი. ოღონდ შემდეგ უნდა ივარჯიშოთ”, – ამბობს შუგა ვიდეოში.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსები 10 ივნისს 9-წლიანი მოღვაწეობის ნიშნად კრებულს Proof გამოუშვებენ, რომელიც სამ კომპაქტ დისკს მოიცავს.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ცნობილი დრამერი ტრევის ბარკერი დაქორწინდა

შემდეგი სტატია

მაკ მილერის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთ პირს 17 წელი მიუსაჯეს

შეიძლება დაგაინტერესოთ