მემფისელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მარიო მიმსი, ფსევდონიმით Yo Gotti, ჟურნალ “ბილბორდის” სტუმარი გახლავთ. გამოცემის გვერდებზე 41 წლის მუსიკოსი თავისი ლეიბლის Collective Music Group წევრებთან ერთადაა აღბეჭდილი.
“როდესაც დასაძინებლად ვწვები, ჩემი გონება არ ჩერდება”, – ამბობს შემსრულებელი მაიამიში, ფოტოსტუდიის პარკინგზე მდგარ ავტომობილში. ისეთ პირადულ თემაზე ლაპარაკი, როგორიც ინსომნიასთან ხანგრძლივი ბრძოლაა, იო გათისნაირი იდუმალი ადამიანისგან უჩვეულოა. მუსიკოსი ინტერვიუებში ძირითადად ინვესტირებაზე, საკუთრებაზე, მარკეტინგის ტექნიკასა და მსგავს თემებზე საუბრობს. თუმცა, როდესაც ღია ცისფერი ცა მუქდება, რეპერი იცვლება. “მგონია, რომ ავად ვარ, რადგან ჩემი მუდმივი შიმშილი და გამარჯვებისკენ სწრაფვა უკვე მაშინებს”.
ფიქრებით: სად იქნება 2023 წელს, სად აქვს ასაშენებელი ოფისები, რისი შეძენა სჭირდება – გათი დილის 5 საათზე იძინებს, 10 საათზე კი იღვიძებს. თინეიჯერობაში არტისტს ღამით ასევე არ ეძინა, თუმცა, მაშინ ის ჩრდილოეთ მემფისში მეგობრებთან ერთად ფსევდონიმით Lil Yo რეპავდა.