Gibson-მა კომპანია Dean Guitars-ს სასამართლო დავა მოუგო

ფოტო: Roberto Anania/EyeEm/GI

მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელმა Gibson Brands-მა კომპანია Dean Guitars-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. თუმცა, “გიბსონმა”, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით მხოლოდ 4000 ამერიკული დოლარი მიიღო.

დოკუმენტების თანახმად, Dean Guitars-ის მშობელმა კომპანიამ Armadillo Enterprises თავისი ინსტრუმენტების შექმნისას Gibson-ის გიტარების რამდენიმე მოდელის, მათ შორის Flying V, Explorer, ES, SG და Dove Wing დიზაინის ელემენტები გამოიყენა, რომელთა სასაქონლო ნიშნები დაცული გახლავთ.

Dean Guitars კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ეს დიზაინები უკვე იმდენად გავრცელებულია, რომ ყველას შეუძლია მათი გამოყენება. მსაჯულებმა დაადგინეს, რომ კომპანიამ “გიბსონის” გიტარების ასლების გაყიდვით სავაჭრო ნიშანი დაარღვია.

თუმცა, ნაფიცი მსაჯულების აზრით, “გიბსონი” ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ელოდა იმას, რომ Dean Guitars-ს რაც შეიძლება, მეტი მოდელის ასლი დაემზადებინა. ამასთან, მას ამ დარღვევებით მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია. ამიტომაც, კომპენსაციამ მხოლოდ 4000 აშშ დოლარი შეადგინა.

თანხის სიმცირის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ Dean Guitars ვალდებული იქნება, ზემოხსენებული ინსტრუმენტების ასლების რეალიზაცია შეწყვიტოს. თუმცა, მანამდე ვერდიქტი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

“მოხარული ვართ, რომ წლების შემდეგ კვლავ შევძელით ჩვენი ბრენდის დაცვა. ჩვენი გიტარები საკულტოა. ისინი დაცული იყო, არის და იქნება მომავალშიც”, – განაცხადა კომპანია Gibson-მა ვერდიქტის მოსმენის შემდეგ. Armadillo Enterprises-ს კი კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კამილა კაბეიომ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახსნა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ქარდი და მეგანი შოუს Cardi Tries ახალ ეპიზოდში

შეიძლება დაგაინტერესოთ

DICK VALENTINE (ELECTRIC SIX) IN TBILISI

Electric Six-ის ფრონტმენის, დიკ ვალენტაინის კონცერტი თბილისში – ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ

ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი Electric Six მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში 1996 წელს ჩამოყალიბდა.  როკის, დისკოს, გარაჟ როკის, მეტალის, ახალი…
მეტი

ტომ იორკმა კონცერტი მაყურებლის მიერ ისრაელი-ჰამასის ომის გაპროტესტების შემდეგ შეაჩერა

„სცენაზე ამოდი და თქვი, რისი თქმაც გინდა,” - მიმართა მუსიკოსმა დარბაზში მყოფ მამაკაცს მელბურნში გამართული სოლო კონცერტის დროს.
მეტი

31 ოქტომბერს „დაგდაგანის” ბოლო კონცერტი გაიმართება

ქართული როკ ბენდის, „დაგდაგანის” ვოკალისტმა ცოტნე გორგოშიძემ სოციალურ ქსელში ჯგუფის დაშლის შესახებ პოსტი გააზიარა.  მუსიკოსის თქმით, ბენდი კონცერტის…
მეტი