რადიო Apple Music-ზე BTS-ის შოუმ რეკორდი მოხსნა

ფოტო: Big Hit Music

რადიოსადგურ Apple Music 1-ის ეთერში სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ყოველკვირეულმა შოუმ რეკორდი მოხსნა. “#BTSRadio-ს სადებიუტო ეპიზოდმა მოსმენების რეკორდი მოხსნა და წლის ყველაზე დიდი შოუ გახდა”, – დაწერა “ეფლ მიუზიქმა” ტვიტერზე.

BTS Radio: Past & Present ჯამში სამ ეპიზოდს მოიცავს და კოლექტივის ახალი კრებულის Proof პრომოუშენის ფარგლებში გადის ეთერში. ალბომი გაყიდვაში 10 ივნისს ჩაეშვება. პირველი ეპიზოდი ჩანაწერში შემავალ კომპოზიციებს: Intro: The Most Beautiful Moment in Life, Epilogue: Young Forever, I Need U, No More Dream და We Are Bulletproof, Pt. 2 ეხებოდა.

“We Are Bulletproof, Pt. 2 გვაჩვენებს იმ ამბიციურ სულს, რომელიც კარიერის დასაწყისში გვქონდა. ეს კომპოზიცია კრებულში შესატანად შევარჩიე, რადგან ჩვენი ჯგუფის იდენტობას კარგად წარმოაჩენს”, – აღნიშნა ჯონგუქმა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ქარდი და მეგანი შოუს Cardi Tries ახალ ეპიზოდში

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ალანის მორისეტის სიმღერას Uninvited ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ