მერაია ქერის All I Want for Christmas is You-ს მოპარვაში ადანაშაულებენ

ფოტო: Mariah Carey/All I Want for Christmas Is You (Make My Wish Come True Edition)

ცნობილ ამერიკელ მომღერალ მერაია ქერის მისისიპელი არტისტი, ენდი სთოუნი, ფსევდონიმით Vince Vance, საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით 20 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვს. ლუიზიანას რაიონულ სასამართლოში სარჩელი ადვოკატებმა, დუგლას შმიდტმა და ენდრიუ აბრამსმა შეიტანეს. მომჩივანის მტკიცებით, მერაიამ მისი და უოლტერ აფანასიფის ავტორობით შექმნილი კომპოზიციის All I Want for Christmas is You სახელწოდება მოიპარა.

ვინს ვენსი, რომელიც საკუთარ თავს დამოუკიდებელ არტისტს უწოდებს, იხსენებს, რომ მან სიმღერა 1989 წელს დაწერა და ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ სტუდიაში ჩაწერა, ამის შემდეგ კი ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა. ტრეკი ბილბორდის ქანთრი ჩარტში 31-ე ადგილზე გავიდა. ჩანაწერი როგორც იუთუბზე, ასევე Spotify-ზეა ხელმისაწვდომი.

“მოპასუხეებმა: მერაია ქერიმ, Columbia Records-მა და კორპორაცია Sony-მ შეგნებულად, მიზანმიმართულად და განზრახ დაარღვიეს მომჩივანის საავტორო უფლება და მიითვისეს ნამუშევრის სახელწოდება. შედეგად მან ფინანსური და პროფესიული ზარალი მიიღო”, – წერია სარჩელში.

არსებული ინფორმაციით, ვინს ვენსის ადვოკატები მოპასუხეებს 2021 წლის აპრილსა და დეკემბერში დაუკავშირდნენ, თუმცა, მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, შეწყვიტონ მისი ნამუშევრის საშუალებით შემოსავლის მიღება. ამასთან, 20 მილიონი დოლარის გარდა ვენსი იურიდიული ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.

ჟურნალ Billboard-ის სარჩელთან დაკავშირებულ კითხვებს ქერის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

All I Want for Christmas is You, რომელიც მერაია ქერიმ 1994 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო სიმღერაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, საშობაო სეზონზე, კომპოზიცია ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ხვდებოდა.

მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 220 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შაკირა პიკესთან დაშორების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგომ MTV Movie & TV Awards-ის ჯილდო მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ „ინსომნიას“ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი წარადგინა

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო.“
მეტი

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

„საუბრის შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ - მიმართა სვიფტმა მსმენელს მეხიკოში გამართული კონცერტის სცენიდან.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და აღნიშნა ნამუშევრის შექმნისას მისი უდიდეს მუსიკალურ ინსპირაცია - ტეილორ სვიფტი იყო.
მეტი

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ.
მეტი

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ - წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი