ამერიკული როკ ბენდი Weezer შვიდი ტრეკისგან შემდგარ EP-ს სახელწოდებით SZNZ: Summer ავრცელებს. მასში წარმოდგენილია კომპოზიციები: Lawn Chair, Records, Blue Like Jazz, The Opposite of Me, What’s the Good of Being Good, Cuomoville და Thank You and Good Night.
აღსანიშნავია, რომ კოლექტივი 13 სექტემბრიდან ბროდვეის თეატრის რეზიდენტი იქნება და კონცერტების სერიას SZNZ: In Residence on Broadway გამართავს. მუსიკოსები შეასრულებენ ჰიტებს და კომპოზიციებს SZNZ ციკლიდან: გაზაფხული, ზაფხული (14 სექტემბერი), შემოდგომა (16 სექტემბერი), ზამთარი (17 სექტემბერი), 18-ში კი თეატრში ბოლო შოუ ჩატარდება.
All the world's a stage & SZNZ is coming to Broadway! Performing each SZN over 5 nights @ the Broadway Theatre.
Tues, 9/13: Spring
Weds, 9/14: Summer
Fri, 9/16: Autumn
Sat, 9/17: Winter
Sun, 9/18: EncoreTickets on sale Friday at 10am ET: https://t.co/xM0jK13O5y pic.twitter.com/MJhkjZQQx7
— weezer (@Weezer) June 21, 2022
SZNZ პროექტი მიმდინარე წლის მარტში გაზაფხულის EP-ით დაიწყო, შემოდგომის ჩანაწერი 23 სექტემბერს გამოიცემა, ზამთრის კი 21 დეკემბერს.
ჯგუფი ახლახან ჯიმი კიმელის შოუსაც ესტუმრა, სადაც კომპოზიცია Records შეასრულა. აღსანიშნავია, რომ “ვიზერი” ამჟამად ევროპაში მართავს ტურნეს.
ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. მუსიკოსებს 15 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 35 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომია.