ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი ცნობილია შესრულებული როლებისთვის ფილმებში Batman Forever (ბეტმენი) და The Doors (ჯიმ მორისონი).
ველ კილმერი
JASON MERRITT/GETTY IMAGES

ველ კილმერი, ბეტმენისა და ჯიმ მორისონის როლების შემსრულებელი მსახიობი, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ქალიშვილი მერსედეს კილმერი ავრცელებს. მისი თქმით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა. როგორც ცნობილია, 2015 წელს კილმერს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 2021 წელს მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში კი იგი თავად აჩვენებდა, რომ სასუნთქი მილი სჭირდებოდა. 

კილმერმა ცნობადობა 1986 წლის ფილმში, Top Gun-ში შესრულებული როლით მოიპოვა, სადაც ის ტომ კრუზთან ერთად თამაშობს. ბევრი გულშემატკივრისთვის ეს პერსონაჟი დღემდე კილმერის სავიზიტო როლად რჩება.

1991 წელს მსახიობმა ჯიმ მორისონი განასახიერა ოლივერ სტოუნის ფილმში The Doors, რისთვისაც ის თვეების განმავლობაში ემზადებოდა. 1995 წელს კი კილმერმა მაიკლ კიტონი ჩაანაცვლა ბეტმენის როლზე ჯოელ შუმახერის ფილმში Batman Forever. „ჩემთვის ველ კილმერი საუკეთესო ბეტმენი იყო,” – აღნიშნავდა შემდგომ რეჟისორი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

შემდეგი სტატია

კორძი ციურიხში, თანამედროვე ქართულ ფესტივალზე დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი