ნახეთ: ქუევომ Takeoff-ს $350 000-იანი Migos-ის ყელსაბამი აჩუქა

ფოტო: Prince Williams/Wireimage

ცნობილი ატლანტური ჰიპ ჰოპ გაერთიანების Migos წევრ Takeoff-ს 18 ივნისს 28 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით ჯგუფის ლიდერმა, ქუევომ თავის ბიძაშვილს 350 000 აშშ დოლარად შეფასებული ძვირფასი ყელსაბამი უსახსოვრა, რომელზეც კოლექტივის წევრები არიან გამოსახული. სამკაული სპეციალურად რეპერისთვის იუველირმა, ელიოტ ელიანტემ დაამზადა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Elliot Eliantte (@eliantte)

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ “მიგოსის” დაშლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. სოციალური მედიის მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ ოფსეტსა და მისი ცოლს, რეპერ ქარდი ბის ქუევო და თეიქოფი ინსტაგრამზე აღარ ჰყავდათ გამოწერილი, თავად ქუევომ ოფსეტის გამოწერა გააუქმა. თუმცა, თეიქოფი კვლავ იყო ოფსეტისა და ქარდის მიმდევარი.

ტაბლოიდ TMZ-სთან საუბარში ქუევომ განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი ჰქონდა სათქმელი, რის შემდეგაც მისი და თეიქოფის ერთობლივი ტრეკი Hotel Lobby დააანონსა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში”მიგოსმა” ტრილოგიის Culture მესამე ნაწილი ჩაუშვა გაყიდვაში, რომელშიც დრეიქი, ქარდი ბი, ჯუსი ვორლდი და ფოფ სმოუქი მონაწილეობენ.

“ესაა თავი, რომელიც უნდა დაიხუროს. მიიღეთ Culture I, Culture II და Culture III – კარგი ციფრია დასასრულებლად”, – აღნიშნა მაშინ თეიქოფმა ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში.

“მიგოსმა” შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. 2015 წლის სადებიუტო ალბომს Yung Rich Nation კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა, ორი წლის შემდეგ გამოცემულმა ნამუშევარმა CULTURE პლატინის სტატუსი მოიპოვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია Bad And Boujee კი ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და 2017 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიპ ჰოპ ტრეკად იქცა. 2018 წლის დასაწყისში, CULTURE-ის ერთი წლის თავზე, კოლექტივმა გაყიდვაში ხსენებული სტუდიური ნამუშევრის მეორე ნაწილი ჩაუშვა, რომელიც აგრეთვე გახდა ბილბორდის ჩარტის ლიდერი. 2021 წელს, სამწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, ჯგუფმა მსმენელს “კულტურის” მესამე სერია შესთავაზა, თუმცა, ჩანაწერმა მოწონება ვერ დაიმსახურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ: ლორდი ახალ კლიპს The Path ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: კრის ბრაუნი და ნორმანი კლიპს WE (Warm Embrace) ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი