BTS-ის ჯეი-ჰოუპი სოლო ალბომის გამოშვების თარიღს ასახელებს

ფოტო: BigHit Music

სამხრეთკორეული ბოიბენდის BTS წევრი, ჯეი-ჰოუპი სოლო ალბომსა და სინგლს აანონსებს. პლატფორმა Weverse-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, სტუდიური ჩანაწერი Jack in the Box 15 ივლისს ჩაეშვება გაყიდვაში, ორი კვირით ადრე, 1 ივლისს კი სიმღერა გამოიცემა.

• BTS-ის რომელი წევრის სოლო ალბომს ელოდებიან ყველაზე მეტად ფანები

• ნახეთ: BTS სინგლის Yet to Come ანიმაციურ ვიდეორგოლს ავრცელებს

“ალბომში ნათლად ჩანს ჯეი-ჰოუპის მისწრაფება, რომ მეტად გაიზარდოს, როგორც არტისტი. ნამუშევრის მრავალფეროვნება კი ხაზს უსვამს მის კრეატიულ იდენტობას”, – წერია გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

აღნიშნული სიახლე ვიდეოსთან ერთად თავად მუსიკოსმაც გაავრცელა ინსტაგრამზე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by jhope (@uarmyhope)

ახლახან კოლექტივის ლეიბლმა Hybe განაცხადა, რომ ჯგუფიდან პირველი სწორედ ჯეი-ჰოუპი გამოუშვებდა სოლო პროექტს. მანამდე კი “ბითიესმა” თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ დროებითი პაუზის აღებას აპირებდა, რათა ბიჭებს ინდივიდუალური ნამუშევრები გამოეცათ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ჯეი-ჰოპი მიმდინარე წლის 31 ივლისს ფესტივალ Lollapalooza-ს მთავარ სცენას დაიკავებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთკორეელი არტისტი ამერიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიების ჰედლაინერი იქნება. ჯეი-ჰოუპმა დოჟა ქეთი შეცვალა, რომელსაც მაისში ნუშისებრ ჯირკვალზე ოპერაციის გაკეთება მოუწია.

ჯეი-ჰოუპმა პოპულარობა BTS-ის წევრობით მოიპოვა. ჯგუფში მოღვაწეობის გარდა, ის სოლო პროექტებსაც ავრცელებს. 2018 წელს არტისტმა მიქსტეიპი Hope World გამოუშვა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში 38-ე ადგილზე გავიდა. 2019 წელს კი ამერიკელ მუსიკოს Becky G-სთან ერთად DJ Webstar-ისა და რეპერ Bianca Bonnie-ს 2006 წლის ჰიტის Chicken Noodle Soup განახლებულ ვერსიაზე იმუშავა. ამ ტრეკით ის “ბითიესის” პირველი წევრი გახდა, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში დამოუკიდებლად მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქარდი ბი ახალ სინგლს Hot Sh*t აანონსებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ფოტოები BET Awards-ის წითელი ხალიჩიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი