BLACKPINK პირველი მუსიკალური პროექტია, რომელმაც იუთუბზე 75 მილიონი გამომწერი დააგროვა

ფოტო: YG Entertainment

გოგონათა სამხრეთკორეული ბენდი BLACKPINK პირველი მუსიკალური პროექტი გახდა, რომელმაც იუთუბზე 75 მილიონი გამომწერი დააგროვა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Billboard-ს ვიდეოპლატფორმამ დაუდასტურა.

კოლექტივმა, რომელშიც ჯისუ, ჯენი, როზე და ლისა წევრიანდებიან, 2021 წლის სექტემბერში პირველად მოიპოვა ყველაზე მეტი გამომწერის მქონე არტისტის სტატუსი, ლიდერი ჯასტინ ბიბერი კი უკან მოიტოვა.

“ეს ჩვენი თაყვანისმცემლების დამსახურებაა. გავაგრძელებთ პოზიტივისა და საუკეთესო ენერგიის მოტანას ჩვენი ვიდეორგოლების საშუალებით”, – აღნიშნეს მუსიკოსებმა გავრცელებულ განცხადებაში.

ამჟამად მეორე ადგილზე 69.3 მილიონით კანადელი ჯასტინ ბიბერია, მესამე პოზიციაზეა BTS 68.7 მილიონით, მათ მოსდევს Marshmallow (55.4 მლნ) და ემინემი (52.4 მლნ).

“ბლექფინქმა” ამ წარმატებას სწრაფად მიაღწია. მათი დებიუტი 2016 წელს შედგა, 2019 წლის მარტში კი ჯგუფი პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელმაც იუთუბზე 20 მილიონი გამომწერი დააგროვა. 2020 წლის ივლისში კოლექტივი მსოფლიოში მეექვსე მუსიკალური პროექტი გახდა, როდესაც გამომწერთა რიცხვმა 40 მილიონს გადააჭარბა.

BLACKPINK-ს წარსულში იუთუბზე არაერთი რეკორდი დაუმყარებია. 2019 წლის ნოემბერში ბენდი პირველი კეიპოპ ჯგუფი გახდა, რომლის ვიდეორგოლმაც Ddu-Du Ddu-Du პლატფორმაზე მილიარდი ნახვა დააგროვა. ამის შემდეგ, 2020 წლის ივნისში, მათი კლიპი How You Like That ატვირთვიდან 24 საათში რეკორდული რაოდენობის, 86.4 მილიონმა მაყურებელმა იხილა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ალანის მორისეტის ჰიტს Ironic ასრულებს

შემდეგი სტატია

Megan Thee Stallion: ლედი გაგას დიდი თაყვანისმცემელი ვარ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი