რესპუბლიკის ივენთ ჰოლში ინგლისური როკ-ბენდი Toploader კონცერტს გამართავს

ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფი Toploader თბილისს ეწვია და დღეს რვა ოქტომბერს „რესპუბლიკაში“ მსმენელის წინაშე წარსდგება.

ჯგუფი 90-იანი წლების ბოლოს სადებიუტო ალბომით Onka’s Big Moka გახდა ცნობილი და ბრიტანეთის აღლუმების ტოპ ხუთეულში შევიდა. Onka’s Big Moka-ს დისკის გაყიდვებმა მილიონს გადააჭარბა.

ყველაზე გამორჩეული ჰიტი Dancing in the moonlight – ქართველ მსმენელში დღემდე პოპულარულია. 

Dancing in the moonlight – 1972 წელს დაიწერა. Მისი ავტორი კი,  შერმან კელია.  Სიმღერის  ქავერ ვერსია Toploader – მა 1999 წელს გამოუშვა და მსოფლიო მასშტაბის აღიარება მოიპოვა.

Toploader თბილისში პირველად იმყოფება და მოლოდინიც საკმაოდ დიდი აქვთ. მათ საქართველოში ჩამოსვლა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე 12 სექტემბერს დააანონსეს: „სულ რამდენიმე კვირა დარჩა თბილისში ჩასასვლელად, ჩვენ „რესპუბლიკაში“ შოუსთვის ვემზადებით“ – წერდა Toploader სოციალურ მედიაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ჯეიმს ბონდის“ ცნობილი საუნდტრეკები

შემდეგი სტატია

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ტენორის, ჯოზეფ კალეიას გალა-კონცერტი თბილისში

შეიძლება დაგაინტერესოთ