GHOST-NOTE თბილისში – მომავლის ფანკ ჯგუფის კონცერტი “რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” 

GHOST-NOTE, რესპუბლიკის ივენთ ჰოლი

15 ოქტომბერს ქართველი მსმენელის წინაშე GHOST-NOTE წარსდგა. ბენდს  სათავეში რობერტ “სპუტ” სირაიტი და გრემის მფლობელი მუსიკოსი ნეიტ უერტი უდგას. 

ჯგუფმა კონცერტი ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიუძღვნა. 

GHOST-NOTE, რესპუბლიკის ივენთ ჰოლი

GHOST-NOTE 2015 წელს დაარსდა და აღიარება მსოფლიო მასშტაბით მალევე მოიპოვა. მუსიკოსების მზარდ ოჯახს ბევრი წარმატებული კონცერტი ჰქონდა აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადასა თუ იაპონიაში. GHOST-NOTE  არაერთ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე  მონაწილეობდა. ახლა კი, მომავლის ფანკი თბილისში, “რესპუბლიკის ივენთ ჰოლში”  ქართველმა მსმენელმა მოისმინა. 

GHOST-NOTE, რესპუბლიკის ივენთ ჰოლი

8 წევრისგან შემდგარი ჯგუფი სცენაზე ჯადოსნურ მუსიკას ქმნის:  
რობერტ “სპუტ” სირაიტი – დრამი
დომინიკ ქსავიერ ტაპლინი (Xavier) – კლავიში
დევინ ვეი – პერკუსია
ჯასტინ ჯეი მაკ მაკკინი – ბასი
პიტერ კნადსენი – გიტარა
სილვესტერ ონჯეჯიაკა – ბარიტონ საქსოფონი
ჯონათან მონესი – ალტო საქსოფონი
მაკენზი გრინი – ვოკალი 

GHOST-NOTE, რესპუბლიკის ივენთ ჰოლი

Ნახეთ, ბილბორდის ექსკლუზიური ინტერვიუ GHOST-NOTE-თან: 

  • GHOST-NOTE 2015 წელს ჩამოყალიბდა, როგორ იპოვეთ ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი? 

რობერტ “სპუტ” სირაიტი (დრამი): ჩემს პარტნიორთან, ნეიტ უერთისთან ერთად, რომელიც ახლა აქ არ იმყოფება, 10-11 წლის განმავლობაში ბენდში ,,Snarky Puppy” ვუკრავდი. შემდეგ კი, ეს ბენდი შევქმენით. თავიდან გადავწყვიტეთ, ორნი ვყოფილიყავით, თუმცა გავიცანით ძალიან კარგი მუსიკოსები. შევიკრიბეთ და ასე შეიქმნა ეს ბენდი, რომელიც დროსთან ერთად კიდევ უფრო იზრდება.  

ჯონათან მონესი (ალტო საქსოფონი): ჯგუფის წევრები  სხვადასხვა ადგილას ვცხოვრობთ, დალასში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ფლორიდაში, ერთ-ერთი წევრი მექსიკაში ცხოვრობს. Მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვადასხვა შტატიდან ვართ, მუსიკა გვაერთიანებს.  

  • Როგორ გაჩნდა ბენდის სახელის იდეა – GHOST-NOTE? 

რობერტ “სპუტ” სირაიტი (დრამი): ბენდის წამყვანი სახეები დრამერები არიან, სახელიც დრამერების ტერმინია, რომელიც ნოტებს ნიშნავს. ნოტებს რომლებსაც გრძნობ, მაგრამ შესაძლოა არ გესმის. ამაყები ვართ, რომ ადამიანებს არა მხოლოდ ვასმენინებთ მუსიკას, არამედ ვაგრძნობინებთ მას.  

  • და რატომ აირჩიეთ ფანკი?

სილვესტერ ონჯეჯიაკა (ბარიტონ საქსოფონი): ეს არის ის მიმდინარეობა, რაშიც ყველანი გამოცდილები ვართ, პირადად მე, ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად მსიამოვნებს მუსიკის ეს ჟანრი. 

რობერტ “სპუტ” სირაიტი (დრამი): მე მას ვუწოდებ მკურნალს. Შეუძლებელია იყო მოწყენილი, მაგრამ როცა მოისმენ ფანკს, კარგ ხასიათზე დგები. ვამაყობთ იმით, რომ დავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენი მუსიკით  ხალხს ვეხმარებით თავი უკეთ იგრძნონ. როცა ადამიანებს ცუდი დღე აქვთ, ან მოწყენილები არიან რაიმეს გამო, ჩვენ გვიხარია, რომ მათი გაბედნიერება შეგვიძლია. 

GHOST-NOTE, რესპუბლიკის ივენთ ჰოლი
  • Რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა?

ჯონათან მონესი (ალტო საქსოფონი): Მუსიკა არის ჩემი სუპერგმირის კოსტიუმი.
Შემიძლია წავიდე ნებისმიერ ადგილას, ხმა არ ამოვიღო, კომუნიკაცია  მუსიკის საშუალებით დავამყარო და ვიყო გმირი. 

პიტერ კნუდსენი (გიტარა): Მუსიკა ჩემთვის არის ენა, რომელიც გვეხმარება ვთქვათ ის, რისი გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია. შეგიძლია მთელი მსოფლიო მოიარო, არ ლაპარაკობდე, არ იცოდე მათი ენა და ამის მიუხედავად მაინც გამოხატო საკუთარი თავი, ისაუბრო მუსიკით. 

  • Მუსიკის შექმნისას Რა გაძლევთ ინსპირაციას? 

სილვესტერ ონჯეჯიაკა (ბარიტონ საქსოფონი): ჯეიმზ ბრაუნი, პრინცი, ფრენკ ზაპა, 70-იანი წლების ფანკ-მუსიკა, ჯაზი…. Ჩვენ ყველა ჟანრს ვუსმენთ, ამიტომ ჩვენი მუსიკა  მრავალფეროვანია, წესებს აღარ ვემორჩილებით.   

რობერტ “სპუტ” სირაიტი(დრამი): Შესაძლებლობა, რომ ვიᲛოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო და გავეცნოთ სხვადასხვა კულტურას – ეს გვაძლევს ინსპირაციას. წყალი, ბუნება, ცხოველები, სამზარეულო… ადამიანები, რომლებმაც ჩვენს შემოქმედებაზე  გავლენა მოახდინეს, მაიკლ ჯექსონი, პრინცი, ჯეიმს ბრაუნი, Tower of Power, Al Green, Sly & The Family Stone – არიან 

  • Რა არის თბილისში ჩატარებული კონცერტის მთავარი კონცეფცია?

დომინიკ ქსავიერ ტაპლინი (კლავიში): ჩვენი მთავარი კონცეფცია არის ის, რომ გავავრცელოთ მშვიდობა, სიყვარული და მხიარულება. ვტკბებით ერთად მუსიკის დაკვრით, გვსიამოვნებს, რომ ამას ადამიანები უსმენენ. დღევანდელი საღამოს მთავარი კონცეფცია არის ის, რომ მოვახერხოთ ამ ყველაფრის მსმენელთან გაზიარება. 

რობერტ “სპუტ” სირაიტი(დრამი):  გვინდა, ყველა მოძრაობდეს, ყველა ცეკვავდეს. ჩვენი მუსიკა უნდა გავუზიაროთ ყველას და დავრწმუნდეთ, რომ ყველა ბედნიერია. ამ შოუს კი, ვუძღვნით გოგონას, მარიტას, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად  შადრევანში გარდაიცვალა… Ბენდისთვის ეს პირველი კონცერტია  საქართველოში, პირადად მე, მარკუს მილერთან ერთად თბილისის ჯაზის ფესტივალზე ვიღებდი მონაწილეობას. გვიყვარს საქართველო და დამატებით ერთი დღე კიდევ გვინდა დარჩენა. 

აფრობიტის, ჰიპ-ჰოპის, ფსიქადელიისა და მსოფლიო ფოლკლორის ელემენტებით GHOST-NOTE-მა  სცენაზე ხმის ნამდვილი დღესასწაული შექმნა.  

GHOST-NOTE და ბექა გოჩიაშვილი, რესპუბლიკის ივენთ ჰოლი

,,რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” ქართველი ჯაზ-მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი იმყოფებოდა.  კონცერტის მსვლელობის დროს იგი GHOST-NOTE-ს სცენაზე შეუერთდა და ჯგუფთან ერთად რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. 

,,ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფია, ჯგუფის ლიდერი – ჩემი დიდი ხნის მეგობარი. ასეთი კონცერტი საქართველოში კი არა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხშირი არ არის. ამერიკაში თუ ხშირია, აქ ათმაგად უფრო იშვიათად ტარდება. ეს გარემოცვა, ყველა ძალიან მაგარი მუსიკოსი – დღევანდელი დღე ნამდვილად არის მუსიკალური დღესასწაული”,- ბექა გოჩიაშვილი.  

,,რესპუბლიკის ივენთ ჰოლში’’ Მომავლის ფანკ ჯგუფის მიერ გამართული კონცერტი დაუვიწყარი აღმოჩნდა. რობერტ “სპუტ” სირაიტმა  ბილბორდთან ინტერვიუში გაამხილა, რომ ჯგუფი ახალი ნამუშევრებისთვის ემზადება. ისინი შექმნიან ოთხ ნაწარმოებს, რომელსაც ეტაპობრივად გაავრცელებენ. 

ნაწყვეტი ლაივიდან იხილეთ Billboardgeorgia-ს ინსტაგრამ გვერდზე:

GHOST-NOTE და ბექა გოჩიაშვილი, რესპუბლიკის ივენთ ჰოლი
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ „პატარა ქალთევზას” პირველი პოსტერი

შემდეგი სტატია

ნახეთ, როგორ ერთობა მადონა პოსტ მელოუნთან ერთად

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფანკისა და დისკოს სამყარო სადარ ბაჰართან ერთად – ამერიკელი არტისტის კონცერტი ,,რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” 

სადარ ბაჰარმა თბილისში კონცერტი გამართა და ,,რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” შეკრებილი სტუმრები ფანკისა და დისკოს სამყაროში ამოგზაურა. ამერიკელმა არტისტმა…
მეტი

Bad Habitz – ელენე კალანდაძისა და ერეკლე გეწაძის მუსიკალური დუეტი და ახალი პროექტები 

ელენე კალანდაძე: ,,თუკი ოდესმე რაიმე განუხორციელებელი მუსიკალური იდეა მქონია, ახლა ყველაფრის განხორციელების საშუალება მაქვს” ერეკლე გეწაძე: ,,სულ ვნერვიულობ…
მეტი

წინანდლის მამულში ლადო ასათიანის 105 წლის იუბილე გაიმართა

“თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს ერთი იმედით: სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.” ლადო…
მეტი

Kordz x Sakamoto – რუსთაველის თეატრის სცენაზე მაესტრო საკამოტოს ნაწარმოებების Kordz-ისეული ვერსიები გაჟღერდა

ლეგენდარული იაპონელი კომპოზიტორის რიუჩი Საკამოტოს მუსიკალური ფრაგმენტები და ახალი კომპოზიციები – ალექსანდრე კორძაიასთვის, ჰააგაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსისთვის,…
მეტი