ნახეთ, როგორ ერთობა მადონა პოსტ მელოუნთან ერთად

მადონა კრივის ჩემპიონატზე
Cassy Athena/GI

მადონა პოსტ მელოუნის კონცერტს დაესწრო. სანამ რეპერი სცენაზე იდგა, მადონამ კულისებიდან, შეიძლება ითქვას, რომ შოუ მოიპარა. 

64 წლის პოპვარსკვლავი თემატურად გამოიყურებოდა – შავებში ჩაცმული, ვერცხლისფერი სამკაულების ასხმით და თვალისმომჭრელი ვერცხლისფერი სათვალით. მომღერლის თმა კი ვარდისფერო იყო, განსხვავებით მისი ჩვეული ქერა ვარცხნილობისა.

კონცერტის შემდეგ მადონა კულისებში შევიდა და რეპერთად ერთად ფრანგული ღვინის თანხლებით პოზირებდა. მომღერალი მელოუნს ჩაეხუტა და შემდეგ საკუთარი მოქნილობის დემონსტრირებაც მოახდინა, ჰაერში ფეხების აწევით. 

წყვილმა ხუმრობით მათი ფრანგული ენის ცოდნაც გამოაჩინა. „ახლა ღვინოს დავლევთ და შემდეგ მივაყოლებთ კრუასანს. Excusez moi?”, – ამბობს ვიდეოში მადონა. მომღერალმა თავის ინსტაგრამ პოსტსაც კი კრუასანი დაარქვა და კრუასანის ემოჯიც მიუწერა.

კონცერტი პოსტ მელოუნის ტურნეს ნაწილი იყო, რომელიც რეპერმა საავადმყოფოში მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ წამოიწყო. შეგახსენებთ, რომ მელოუნი ერთ-ერთი კონცერტის დროს სცენის შუაში ჩავარდა, შედეგად კი, სუნთქვის გაძნელების გამო, საავადმყოფოში მოხვდა. 

ნახეთ მადონას პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

GHOST-NOTE თბილისში – მომავლის ფანკ ჯგუფის კონცერტი “რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” 

შემდეგი სტატია

Fall Set – ის ფარგლებში თბილისს Worakls Orchestra ეწვევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი