ნახეთ „პატარა ქალთევზას” პირველი პოსტერი

პოსტერში ჩანს არიელის როლის შემსრულებელი ჰოლი ბეილი, რომელიც ქვაზე ზის და მზეში ტალღებს უყურებს.
ჰოლი ბეილი
Alberto E. Rodriguez/GI for Disney

დისნეიმ „პატარა ქალთევზას” ახალი ვერსიიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა. პოსტერი მთავარი როლის შემსრულებელმა ჰოლი ბეილიმ საკუთარ ტვიტერზე დადო და დაწერა: „სიტყვებით ვერ აღვწერ, რამხელა პატივია ჩემი ოცნების ქალთევზას როლის თამაში. ჩამოდით ზღვის ქვეშ ჩემთან ერთად 26 მაისიდან.”

მსახიობი არიელის როლზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ დამტკიცდა. „ძალიან დიდი ძებნის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ჰოლი ფლობდა ყველა იმ თვისებათა კომბინაციას, რომელიც საჭიროა ამ საკულტო როლის შესასრულებლად. ეს არის მისი სულიერი სამყარო, გული, ახალგაზრდობა, უმწიკვლობა, გონიერება და შესანიშნავი სასიმღერო ხმა”, – განაცხადა ფილმის რეჟისორმა რობ მარშალმა.

ერთი თვის წინ ბეილიმ საკუთარ იუთუბ გვერდზე გულშემატკივრებს თავისი ემოციები გაუზიარა. მან კომენტარი გააკეთა ვიდეოებზე, სადაც შავკანიანი გოგოები უყურებენ ქალთევზას, რომელიც მათ ჰგავს.  „საოცარი გრძნობაა ამ ბავშვების რეაქციების ნახვა. მე უბრალოდ ვტიროდი ყველა იმ ვიდეოზე, რომელსაც თქვენ მიგზავნიდით. ეს გადაჭარბებული ემოციებია. ბედნიერებით და მადლიერებით ვარ აღსავსე.”

ფილმში პრინცი ერიკის როლს მსახიობი ჯონა ჰაუერ-კინგი შეასრულებს. ბოროტ გმირ ურსულას კი მელისა მაკარტი განასახიერებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსმა გაამხილა, რომ მეურვეობის ქვეშ ყოფნის დროს, თავს ლამაზად არ მიიჩნევდა. „Მე ვიცი, რას ნიშნავს, გრძნობდე თავს მახინჯად.”

შემდეგი სტატია

GHOST-NOTE თბილისში – მომავლის ფანკ ჯგუფის კონცერტი “რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” 

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი