დოკუმენტური ფილმი ჯონი კეშის შესახებ

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკალური შემსრულებელი, ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, გიტარისტი, მსახიობი და მწერალი – ჯონი კეში
ჯონი კეში, 1965 წელი.

„მასში ერთდროულად  იყო სინათლეც და სიბნელეც, და ისინი, მის სხეულში მუდმივად ერთმანეთს ებრძოდნენ“ – ამბობდა ჯონი ქეშის და მომღერალზე.

ემოციური და სულიერი მდგომარეობა და მასთან ჭიდილი, ჯონი კეშის ახალი დოკუმენტური ფილმის მთავარი მოტივია. ფილმი კინოთეატრებში ლიმიტირებული სერიით, 2022 წლის 5-7 დეკემბერს გამოვა.

პროექტი გასულ ზაფხულს CinemaCon-ზე დაანონსდა, ფილმი 100-ზე მეტ ჩანაწერს ეყრდნობა, რომელიც მუსიკოსის ოჯახის გარდა არავინ იცოდა. ფირები თავდაპირველად კეშის ბიოგრაფიისთვის იყო ჩაწერილი. 

ფილმში მთავარი აქცენტი ჯონი კეშის 1971 წლის ალბომის, Man in Black-ის პერიოდს მოგვითხრობს. ის დეტალურად აღწერს მის დამოკიდებულებას ნარკოტიკებზე და რწმენაზე, რომელიც გავლენას შემდგომ მის სიმღერებზე ახდენს. ჯონმა თავისი უკანასკნელი სიმღერა The Man Comes Around,  2003 წლის სექტემბერში ჩაწერა, რომელიც მის ალბომშია American IV: The Man  შესული.

„ჯონი ქეში ნამდვილად საკულტო მომღერალია, რომელმაც თავისი მუსიკალური ლანდშაფტი შექმნა. დიდების მიღმა იმალება ადამიანის ნამდვილი ისტორია, რომელსაც თან სდევენ მისი შინაგანი დემონები. საბოლოოდ კი, მან საკუთარ თავში იპოვა ღმერთის ურყევი რწმენა. Kingdom Story Company-ში ჩვენ ვცდილობთ რეალური  და შთამაგონებელი ისტორიები ეკრანზე გადმოვიტანოთ“ – თქვა პროდიუსერმა ჯონ ერვინმა.

„ვფიქრობ ყველა დოკუმენტურ ფილმზე რაც კი მამაჩემზეა გადაღებული, იგი ყველაზე მეტად ამით აღფრთოვანდებოდა.“ – დასძინა კონ კარტერ კეშმა.

„აქ არის დიდი წინააღმდეგობები, ვინ შეიძლება იყოს ერთდროულად ვილი ნელსონთან, უეილონ ჯენინგსთან და ბილი გრეჰემთან? პასუხია ჯონი კეში იგი ხშირად იყო თავის თავთან წინააღმდეგობაში, მაგრამ მას ჰქონდა ღრმა რწმენა, რომელსაც მუდამ უბრუნდებოდა “ – თქვა ლორიმ.

ნახეთ, დოკუმენტური ფილმის ტრეილერი: Johnny Cash: The Redemption of an American Icon

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

10 როკ სიმღერა, რომელიც 2000- იანი წლების პერიოდის შემდეგ TikTok-ზე პოპულარულია

შემდეგი სტატია

მოგზაურობა ჯაზ სამყაროში, David Skinner – ის ლაივ პერფორმანსი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი