ენი ლენოქსი ბილი ეილიშს, ალიშა კისს და ბრენდი კარლაილს საქველმოქმედო აუქციონზე იშვიათი ნივთების გატანას სთავაზობს

მუსიკოსები მხარს უჭერენ წამოწყებას, რომელიც ქალთა და გოგონების ძალადობის წინააღმდეგ იმართება. ღონისძიებას ორგანიზაცია The Circle ატარებს.
ბილი ეილიში - ფოტო: მეისონ პული
ბილი ეილიში – ფოტო: მეისონ პული

ენი ლენოქსმა საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდასაჭერად და  ქალთა და გოგონათა ძალადობის დასაძლევად, საერთაშორისო აუქციონზე მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული და ცნობილი ქალი არტისტები შეკრიბა. საქველმოქმედო ორგანიზაციის The Circle ღონისძიება თექვსმეტი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აუქციონზე უნიკალური ხელნაწერები, ბილი ეილიშის ხელით დაწერილი ლექსები, ასევე ბრენდი კარლაილის, ლენოქსის, ალისა კისის და ანჟელიკა კიჯოს ხელნაწერები იქნება წარმოდგენილი.

„მე მჯერა, რომ მუსიკას შეუძლია ააშენოს ხიდი და გააერთიანოს ხალხი.  მშვენიერია როცა ვხედავთ ფენომენალური ნიჭის მქონე არტისტების თანადგომას, ქალებისა და გოგონების გვერდით, რომლებიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან.“ – აღნიშნა ენი ლენოქსმა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში აუქციონის მსვლელობის დროს.

აუქციონი და პრიზების გათამაშება, 22 ნოემბერს დაიწყო და ხუთი დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ნივთებს  შორის მუსიკოსების ხელით ნაწერი სიმღერის ტექსტებია: ბრიტანული მუსიკალური დუეტის Eurythmics-ის ხელით ნაწერი სიმღერის ტექსტი Sweet Dreams, ბილი ეილიშის Your Power, ბრენდი კარლაილის Right on Time, ანჟელიკა კიჯოს Agolo და ალისია კისის Fallin.

„ჩვენ მადლიერები ვართ იმ არტისტების ვინც გულუხვობა გამოიჩინა და ქალთა მხარდასაჭერად, ერთად დადგნენ ძალადობის წინააღმდეგ. მოვუწოდებ მუსიკის ნებისმიერ გულშემატკივარს, შევიდნენ  საიტზე და მიიღონ აუქციონში მონაწილეობა.“ განაცხადა The Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რახი შაჰმა.

პრეს-რელიზის თანახმად ორგანიზაცია The Circle-სი თექვსმეტ დღიანი გამოწვევის ფარგლებში კრეატიულ აქტივობებს გეგმავს. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის თექვსმეტ დღიანი კამპანია თანხების მოსაზიდად სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს. მაგალითად, თექვსმეტ საათიანი შეუჩერებელი ცეკვა, ლანჩზე თექვსმეტი მეგობრის მოწვევა, 1.6 კილომეტრის გავლა, თექვსმეტი დღე ყოველდღიურ ყავაზე უარის თქმა და ამ პერიოდის განმავლობაში თანხის დაზოგვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Jay-Z 2004 წელს, ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენში. ფოტო ჯონ ნუნიესი.

გაიცანით  ფოტოგრაფი, რომელიც საზღვრებს არღვევს

შემდეგი სტატია

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი