გაიცანით  ფოტოგრაფი, რომელიც საზღვრებს არღვევს

ჯონ ნუნიესი პირველი აფრო-ლათინელი წარმოშობის ფოტოგრაფია, რომლის ფოტოებიც გრემის ცერემონიაზე იყო წარმოდგენილი და აკადემიის შვილობილი ორგანიზაციის Black Music Collective-სგან დაჯილდოვდა.
Jay-Z 2004 წელს, ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენში. ფოტო ჯონ ნუნიესი.
Jay-Z 2004 წელს, ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენში. ფოტო ჯონ ნუნიესი.

ოცდახუთ წელზე მეტია, რაც  ცნობილი ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი ჯონ ნუნიესი გასართობი ინდუსტრიის ყველაზე გამორჩეულ და ეპიკური სცენების კადრებს იღებს. როგორც რეპერმა ნასმა (Nas) იმღერა „ჯონ ნუნიეს აქვს ყველა ფოტო“…

ჯონ ნუნიესი სწრაფი გადაღების მანერით და მაშუქის გამოყენებით არის ცნიბილი. უნდა ითქვას, რომ ვარსკვლავებს ის ძალიან უყვართ. ჯონი მათ ფოტოებს  ქუჩებში, კლუბებში, პირად წვეულებებზე და გალა ღონისძიებებზე უღებს. იგი პირველი აფრო-ლათინური წარმოშობის ფოტოგრაფია, ვინც Grammy Awards-ის ცერემონიაზე და აკადემიის შვილობილი ორგანიზაციის Black Music Collective-ისგან დაჯილდოვდა. გახდე  Grammy Awards-ის ოფიციალური ფოტოგრაფი, ნიშნავს გაარღვიო საზღვრები, რაც ჯონ ნუნიესისთვის გვირგვინის დადგმის ტოლფასია. „ჩვენ ამ სივრცეს ვეკუთვნით, ჩვენ ვქმნით მუსიკალურ ფორმებს და გვჭირდება ამ მომენტების დაფიქსირება. მეც ამ სივრცის ნაწილად მოვიაზრები და ეს ძალიან მახარებს, რადგან აქ მშვენივრად ვგრძნობ თავს, რადგან აქ მიმდინარე მოვლენებს ფოტოებით აღვბეჭდავ.“ – ამბობს ფოტოგრაფი.

ჯონ ნუნიესი დიდი ხანია რაც Getty Images-თან თანამშრომლობს. მან წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს უამრავი ვარსკვლავი და ცნობილი სახე დააკავშირა. „ბევრს გავუხსენი გზა კარიერისკენ. მე საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან ვარ, სხვა ოჯახმა მიშვილა, ჩემი დედობილი Avon-ის პროდუქციას ჰყიდდა და მას ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების საოცარი უნარი ჰქონდა. იგი სამეზობლოში ერთმანეთს აცნობდა ადამიანებს, ვისაც ყოველ დღიური საარსებო წყარო სჭირდებოდათ. ამან მთავარი რამ მასწავლა, რომ შენი სანაცნობო წრე შენი მთავარი ღირებულებაა.“ – ამბობს ჯონ ნუნიესი ოჯახის შესახებ.

ჯონ ნუნიესისთვის ჯილდოს მიღება  დიდი სიხარულია, მაგრამ მისთვის ნამდვილი ჯილდო ისაა, როდესაც მის უკან მდგომ ფოტოგრაფებს გზას უხსნის. „ფოტოგრაფებს უბრალოდ მინდა ვუთხრა, ვინც ჩემს უკან დგას, მიიღეთ მეტი გამოცდილება და შემდეგ ყველგან ხელი მიგიწვდებათ. ეს ჩემი მისიაა, რათა მომავალ თაობას გზა გავუხსნა.“ 

ჯონ ნუნიესის ობიექტივი ისეთ მომენტს აფიქსირებს, ყველას რომ უნდა იქ მოხვედრა, თუმცა, იგი ამას ისე იღებს, რომ მნახველს იმის შეგრძნებას უქმნის  თითქოს ისიც იქ იყო.

ნასმა (Nas)  ორმოცი წლის იუბილე ნიუ-იორკში, ჰენესის ბოთლით ხელში აღნიშნა, 2013 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

ნასმა (Nas)  ორმოცი წლის იუბილე ნიუ-იორკში, ჰენესის ბოთლით ხელში აღნიშნა,რეპერ, ნიპსი ჰასლეს ბოლო პერფორმანსი Irving Plaza, ნიუ-იორკი, 2018 წელი 2013 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

ჯერმეინ დუპრი (მარცხნივ) და აშერი ვერსაჩეს სასახლეში,  მაიამი, 2005 წელი, როდესაც დუპრიმ სტუმრებს მიმართა: „დასაკარგი არაფერი გაქვთ. უბრალოდ აუზში გადახტით.”

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

მარცხნიდან: რასელ სიმონსი, სტივ სტოუტი, Jay-Z და შონ Diddy, Diddy-ის თეთრ წვეულებაზე. ჰემპტონი, ნიუ-იორკი, 2007 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

ბიონსე – True Star-ის სუნამოს პრეზენტაციაზე, ნიუ-იორკი, 2004 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

მარცხნიდან, ლუდაკრისი, André 3000 (უკან მისი შვილი), Chevy P და იანგ ჯიზი Vibe Music Festival-ის კულისებში. ატლანტა, 2005 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

მარცხნიდან, პატი ლაბელი, DJ Clue, მერაია კერი და ელ ეი რიდი მერაია კერის წვეულებაზე – We Belong Together. ნიუ-იორკი, 2005 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

არცხნიდან: MJG, რიანა და  8Ball  მაიამის ზაფხულის ფესტივალზე კულისებში, 2005 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

Questlove –  ჰიპ-ჰოპის შესრულების დროს, Brooklyn Bowl-ში,  2013 წელი

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

მარცხნიდან: სნუპ დოგი, დოქტორ დრი და კვინსი ჯონსი, Vibe Awards-ზე, ლოს-ანჯელესი, 2004 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

Childish Gambino – კულისებში Cipha Sounds-ის ჰიპ-ჰოპ შოუზე, თეატრ  UCB-ში. ნიუ-იორკი, 2013 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

მარცხნიდან:  DJ  Khaled, Fat Joe და Da Brat – ტრინას ეგზოტიკურ დაბადების დღეზე, მაიამი, 2004 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

არეტა ფრანკლინი და შონ Diddy თეთრ წვეულებაზე,  ბრიჯჰემპტონი, ნიუ-იორკი, 2004 წელი.

ფოტო-კრედიტი: ჯონ ნუნიესი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სემ სმითი - სამეფო ალბერტ ჰოლში პერფორმანსის დროს, 2022 წლის 21 ოქტომბერი, ინგლისი. ფოტო: ჯო ჰეილი

სემ სმითი ალბომ Gloria-ს სათაურის მნიშვნელობას ხსნის

შემდეგი სტატია

ბილი ეილიში - ფოტო: მეისონ პული

ენი ლენოქსი ბილი ეილიშს, ალიშა კისს და ბრენდი კარლაილს საქველმოქმედო აუქციონზე იშვიათი ნივთების გატანას სთავაზობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჯადოსნური ეკრანი – ამბები ქართული ანიმაციიდან” 

პროექტი ძველი ქართული მულტფილმების განახლებასა და გაფერადებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში ქართული ანიმაციის პოპულარიზებას.
მეტი
ჯონ რიჩმონდი ფოტო: ფილიპო მოსკატი

დიზაინერი ჯონ რიჩმონდი პანკური მოდისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ის პატი სმიტმა

მილანის მოდის კვირეულზე „ბილბორდ იტალია“ ინგლისელ დიზაინერ ჯონ რიჩმონდს ესაუბრა. რიჩმონდი მის შემოქმედებაში მუსიკის როლზე საუბრობს.
მეტი
ბონო, 2018 წლის 10 ოქტომბერი, ბელგია. ფოტო: ოლივერ ჰოსლეტი

ბონოს ავტობიოგრაფიული აუდიოწიგნი Surrender 2024 წლის გამარჯვებულად დასახელდა

გამარჯვებულთა შორის ასევე დასახელდნენ: ლესლი ჯონსი, ოდრა მაკდონალდი, მიშელ ობამა, მერილ სტრიპი და პატრიკ სტიუარტი
მეტი

„სილქ როუდ ჯგუფმა“ და ამერიკულმა კინოსტუდიამ, WonderHill Studios ერთობლივი კინოსაწარმო – WonderSilk Studios დააარსეს

WonderSilk Studios კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების მიმართულებით იმუშავებს და ქართული კინოინდუსტრიისათვის დიდ პერსპექტივებს შექმნის.
მეტი