„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ პროექტის შექმნის იდეა და მიზანი განსხვავებული ადამიანების შეკრებაა, ვისაც განსხვავებული ჟანრისა და სტილის მიუხედავად, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი აერთიანებთ. კამპანიის გახსნა 22 ნოემბერს „დედაენის ბარში“ შედგა.
პროექტის ფარგლებში „კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის“ და კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ ჟანრობრივად განსხვავებული ექვსი არტისტი შეკრიბა: ერეკლე დეისაძე და ნინო ბაშარული, გიორგი უშიკაშვილი და თამადა, ნატო მეტონიძე და დავით ჯიქია. მუსიკოსებმა კამპანიის პერიოდში სამი სიმღერა შექმნეს, დუეტები კი სტუდია „ჰეიმა“-ში ჩაიწერა.

ექვსი მუსიკოსის სამი დუეტი, მუსიკოს მებო ნუცუბიძის და ხმის რეჟისორ ირაკლი მანჩხაშვილის სტუდია „ჰეიმაში“ ჩაიწერა.
კამპანია „მრავალი ხმა, ერთი სამშობლოს” – პირველი დუეტი უკვე გამოქვეყნდა.
„გიორგი უშიკიშვილისა და თამადას ერთობლივი კომპოზიცია „მოძმე“ იმ ქართველებს ეხება, რომლებიც პატრიოტებად გვაჩვენებენ თავს, მაგრამ სინამდვილეში მტერს მოძმედ წარმოგვიჩენენ… პატრიოტიზმის გამოხატვის მრავალი ფორმა არსებობს, თუმცა მტერთან დაძმობილება პატრიოტიზმი ვერასდროს იქნება.“ – „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ პოსტს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
მოისმინეთ, „მრავალი ხმა, ერთი სამშობლოს” კამპანიის ფარგლებში შექმნილი სიმღერა – „მოძმე“ – გიორგი უშიკიშვილსა და თამადას შესრულებით.