ალბანეთის პრეზიდენტმა ალბანელი წარმოშობის ბრიტანელ პოპვარსკვლავს ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა, მისი თქმით, ალბანეთის სახელის საერთაშორისოდ გავრცელების გამო.
Პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომღერალს მოქალაქეობა ალბანეთის დამოუკიდებლობის 110 წლის იუბილეზე მიენიჭა და ეს მისთვის დიდი პატივია, რადგან ლიპამ ალბანელები მთელ მსოფლიოში გახადა ცნობილი.
„ახლა საბუთებითაც ალბანელი ვიქნები”, – განაცხადა ლიპამ მოქალაქეობის მინიჭებამდე.
დუა ლიპა 1995 წელს ლონდონში იმიგრანტი ალბანელების ოჯახში დაიბადა. სიმღერა 5 წლის ასაკში დაიწყო. 14 წლის ასაკიდან კი თავის სიმღერებს იუთუბზე დებდა. მისი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი 2017 წელს გამოვიდა. 2019 წელს კი საუკეთესო ახალბედა არტისტის ნომინაციაში გრემი მოიპოვა.
ლიპას მუსიკალურობაზე გავლენა მამამ, ყოფილმა მომღერალმა და როკ-ბენდის გიტარისტმა იქონია. სწორედ Მამასთან ერთად დააარსა ფონდი Sunny Hill Foundation, რომელიც ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარება.
„ენით აღუწერელი სიხარულია, ასეთი აღიარება და სიყვარული”, – თქვა ლიპამ. შემდეგ პასპორტის ფოტო გადაიღო, თითის ანაბეჭდი ჩააბარა და პირადობის მოწმობისა და პასპორტის განაცხადს ხელი მოაწერა .
დუა ლიპა ტირანას მთავარ მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტსაც გამართავს.
ნახეთ დუა ლიპას პოსტი.