კორძი ციურიხში, თანამედროვე ქართულ ფესტივალზე დაუკრავს

„ხიდი: ციურიხი – თბილისი” 9 აპრილს გაიხსნება და 13 აპრილს ქართველი არტისტების კონცერტით დასრულდება.
კორძი (ალექსანდრე კორძაია)

მუსიკოსი და კომპოზიტორი კორძი (ალექსანდრე კორძაია) 13 აპრილს ციურიხში, ქართული კულტურის ინტერდისციპლინურ ფესტივალზე დაუკრავს. ფესტივალზე, სახელწოდებით „ხიდი: ციურიხი – თბილისი”, კორძი სხვა ქართველ არტისტებთან ერთად წარდგება. ღონისძიების სახელწოდებაა Ending Pad, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი Ensemble Kiosk-ს, მეორე ნაწილი – ანუშკა ჩხეიძეს, ხოლო მესამე ნაწილი კორძის დაეთმობა. კონცერტზე მუსიკოსების ახალი ნამუშევრები შესრულდება.

ტერმინი Ending Pad აღნიშნავს საბოლოო წერტილს ან გარდამავალ სივრცეს, რომელიც შესაძლოა იყოს დასასრული ან ხიდი ახალი ფაზისკენ. ის აღწერს მომენტს, როცა სრულდება ერთი ეტაპი, რომლის შემდეგაც, შესაძლოა, ახალი დაიწყოს. 

ფესტივალი „ხიდი: ციურიხი – თბილისი” 2021 წელს „ქართული კულტურის პლატფორმის” მიერ ციურიხში დაარსდა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. მუსიკოსების გარდა, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები არიან: ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი, მწერალი ივა ფეზუაშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი ანი მარგველაშვილი, რეჟისორები: ალექსანდრე კობერიძე, დეა კულუმბეგაშვილი, ლანა ღოღობერიძე, ლუკა ბერაძე, ირინე ჟორდანია, ტატო კოტეტიშვილი, სოსო ბლიაძე.

ფესტივალი 9 აპრილს დაიწყება და 13 აპრილს ქართველი მუსიკოსების კონცერტით დასრულდება. სხვა თანამედროვე ქართულ ფილმებთან ერთად, გაიმართება ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველოს” ჩვენებაც, რომლის მუსიკის ავტორიც ასევე ალექსანდრე კორძაიაა. 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფესტივალის ვებგვერდზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

The Beatles Evening Standard/Getty Images

The Beatles-ის ბიოგრაფიულ ფილმებზე ლეგენდარული ოთხეულის როლებზე მსახიობები შეირჩნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი