„აი, რისთვის ვარ მადლიერი….” დააწერა მადონამ ფოტოებს და უფროსი შვილები ლურდეს ლეონი და როკო რიჩი მონიშნა. მესამე ფოტოში ჩანან მისი უმცროსი შვილებიც, რომლებიც აღმოსავლეთ აფრიკიდან იშვილა.
ფოტოებში ასევე ვხედავთ შავ კორსეტში გამოწყობილ მადონას, რომელიც აბაზანის წინ პოზირებს და კიდევ სადღესასწაულო მაგიდის ხელნაკეთ დეკორაციას წარწერით „მადლობელი ვარ…” ქვევით კი ყველამ უნდა მიუწეროს, თუ რისთვისაა მადლიერი ამ წელს.
წინა კვირას მადონამ დააანონსა 30 წლის იუბილე მისი წიგნისა Sex, რომელიც 1992 წელს გამოვიდა.მისი თქმით, საიუბილეო თარიღს ექსკლუზიური გამოფენითა და ივ სენ ლორანთან ერთად მისი ხელახალი გამოცემით აღნიშნავს.
ამასობაში კი ლურდესი ვარსკვლავი დედის მუსიკალურ კვალზე წავიდა და სადებიუტო EP გამოუშვა სასცენო ფსევდონიმით Lolahol.
ნახეთ მადონას მადლიერების დღის ფოტოები