კიდევ ერთი კვირით, ბრიუს სპრინგსტინი და ელტონ ჯონი ჩარტში ლიდერობას იყოფენ

ბრიუს სპრინგსტინი და ელტონ ჯონი
Kevin Mazur/WireImage

ბრიუს სპრინგსტინი ერთ-ერთია იმ სამი მუსიკოსიდან, ვინც ბილბორდ 200-ის ტოპ ათეულში ექვსივე ათწლეულში მოხვდა. დანარჩენი ორი – პოლ მაკარტნი და ჯეიმს ტეილორია.

1970 წლიდან დღემდე ბილბორდ 200-ის ტოპ ათეულში მოხვედრის სტატისტიკა დეკადების მიხედვით ასე გამოიყურება:

პოლ მაკარტნი: 70-იანებში 10-ჯერ, 80-იანებში ორჯერ, 90-იანებში ერთხელ, 2000-იანებში ოთხჯერ, 2010-ში სამჯერ, 2020-იანებში კი ჯერჯერობით ერთხელ (სულ 21)

ბრუს სპრინგსტინი: 70-იანებში ორჯერ, 80-იანებში ხუთჯერ, 90-იანებში სამჯერ, 2000-იანებში ექვსჯერ, 2010-ში ოთხჯერ, 2020-ორჯერ (სულ 22)

ჯეიმს ტეილორი: 70-იანებში ექვსჯერ, 80-იანებში ერთხელ, 90-იანებში ერთხელ, 2000-იანებში ორჯერ, 2010-ში ორჯერ, 2020- ერთხელ (სულ 13)

სხვათა შორის, თუ ბარბრა სტრეიზანდმა შეძლო და 2020-ის დეკადის ტოპ 10-ში ორჯერ მაინც მოხვდა, საერთო შედეგით სპრინგსტინსაც გადაასწრებს, რადგან ის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა დეკადაში ერთზე მეტჯერ იყო ათეულში. 

60-იანებში ცხრაჯერ, 70-იანებში შვიდჯერ, 80-იანებში ექვსჯერ, 90-იანებში ოთხჯერ, 2000-იანებში ოთხჯერ, 2010-ში ოთხჯერ.

სპრინგსტინის ბოლო მიღწევა ალბომის Only the Strong Survive ჩარტის პირველ ადგილზე გასვლაა, რომელსაც ელტონ ჯონის Hold Me Closer მოჰყვება. 

სპრინგსტინი და ელტონ ჯონი ბილბორდის გამოკითხვებში გვერდიგვერდ მოდიან. მუსიკოსები ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ ათეულშიც სულ ერთსა და იმავე წელს ხვდებოდნენ.  

„ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანია როკ-ენ-როლში, ვინც კი ოდესმე შემხვედრია,” – ამბობდა  ელტონ ჯონი სპრინგსტინზე 1980 წელს ინტერვიუში. „ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გულწრფელი ადამიანი. ამ წუთას ამერიკაში ის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა და წარმატებები მას, რადგან ამ თვისებების ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ამას.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონამ მადლიერების დღეზე 6 შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა 

შემდეგი სტატია

მეტალიკა ახალ ალბომსა და მსოფლიო ტურნეს აანონსებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი