მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტი Deezer საქართველოში სილქნეტმა შემოიყვანა 

სილქნეტის აბონენტები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური სტრიმინგ პლატფორმა Deezer უკვე საქართველოშია. 

პლატფორმა 10 მილიონამდე გამომწერსა და 90 მილიონზე მეტ  უმაღლესი ხარისხის მუსიკალურ ტრეკს აერთიანებს მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში. მათ რიცხვს უკვე საქართველოც შეუერთდა. 

Deezer-ით სარგებლობისთვის აკრიფეთ *403# და გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. გადმოწერეთ აპლიკაცია და ნებისმიერი ადგილიდან მოუსმინეთ საუკეთესო ხარისხის მუსიკალურ ჩანაწერებს. 

პლატფორმა გთავაზობთ წვდომას მის ექსკლუზიურ არხზეც Deezer Exclusive. მხოლოდ აქ მოისმენთ Deezer-ის ექსკლუზიურ ჩანაწერებსა და სესიებს. 

Deezer-ით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ სილქნეტის აბონენტები. მომსახურების საფასური თვეში 10 ლარია.

წამოწყება, რომელიც 2007 წელს ფრანგული სტარტ-აპის სახით შეიქმნა, დღეს მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. Deezer არტისტებისა და ფანებისთვის მუსიკის სახლად იქცა. მოწინავე ტექნოლოგიური და კვლევითი უნარებითა და მუსიკალურ ეკოსისტემაში ხანგრძლივი გამოცდილებით, Deezer იდეალურად პოზიციონირებს, როგორც მთავარი მოთამაშე მუსიკალური სტრიმინგის ბაზარზე და საკვანძო როლს ასრულებს მის განვითარებაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მეტალიკა ახალ ალბომსა და მსოფლიო ტურნეს აანონსებს 

შემდეგი სტატია

Bad Habitz-მა ალბომის She Gets It გარემიქსებული EP გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი