3 დეკემბრის კონცერტზე სტეფანე ქალიშვილთან ერთად იმღერებს

სოციალურ ქსელში მომღერალი 14 წლის სტეფანიას სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს

3 დეკემბერს Mono Hall-ში სტეფანე კონცერტს გამართავს. მანამდე კი სოციალურ ქსელში ქალიშვილის, სტეფანიას ვიდეოს აზიარებს, რომელიც Leno Records-ში მისი ახალი სიმღერისთვის „გაიღიმე” ბექვოკალს წერს. ვიდეოს აღწერაში სტეფანე ამბობს, რომ ქალიშვილს საკუთარ კონცერტზე გამოსვლაც სთხოვა და ისიც დასთანხმდა. 

როგორც სტეფანე ბილბორდთან საუბარში აღნიშნავს, მამა-შვილი ერთად მომღერლის რეპერტუარიდან ერთ-ერთ სიმღერას შეასრულებს. 

სტეფანე:

კონკრეტულად რომელი სიმღერა იქნება, ამას ვერ ვიტყვი. მინდა, რომ საიდუმლოდ შევინახო. ეს იქნება ერთი თბილი მომენტი. ჩვენ მეგობრები ვართ და მეგობრული მხარდაჭერა იქნება მისგან. ეს მისი დებიუტია, პირველად გამოვა სცენაზე. ღელვა, რა თქმა უნდა, არის. ამ შემთხვევაში, ყველაფერს კიდევ მშობლური ღელვა ემატება.”

Რამდენიმე დღით ადრე კი მომღერალმა სტეფანიას კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც გოგონა როიალთან ზის და ბილი აილიშის სიმღერას My Future ასრულებს. ვიდეოს კომენტარებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

უილ სმითი ოსკარის „საშინელ ღამეს” იხსენებს: „გულნატკენი ადამიანები სხვებს სტკენენ გულს”

შემდეგი სტატია

კრისტინა აგილერა - ფოტო: ბეთანი ვარგასი

კრისტინა აგილერა, კაროლ ჯი, მანა, ალეხანდრო ფერნანდესი და კამილო ფესტივალ Viña del Mar-ზე წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი