ჰარი სტაილსი კრისტინ მაკვის პატივს Songbird-ის ქავერ ვერსიის სიმღერით მიაგებს

პოპვარსკვლავმა კომპოზიცია მომღერლის გარდაცვალების შემდეგ შეასრულა.
ჰარი სტაილსი გრემის 63-ე დაჯილდოებაზე
Kevin Winter/Getty Images

Ჰარი სტაილსმა კრისტინ მაკვის პატივსაცემად მომღერლის ყველაზე ლამაზი კომპოზიციის Songbird-ის ქავერ ვერსია შეასრულა. 

Fleetwood Mac-ის წევრი კრისტინ მაკვი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს სტაილსს ტურნეს ფარგლებში ჩილეში კონცერტი ჰქონდა. კონცერტის დროს გიტარისა და კლავიშის თანხლებით სტაილსმა მაკვის სიმღერა Songbird შეასრულა. 

Სტაილსი, რომელიც მუდამ აღნიშნავდა, თუ რამხელა გავლენა იქონია მის მუსიკაზე Fleetwod Mac-მა, ერთ-ერთია იმ მრავალ არტისტს შორის, რომლებიც კრისტინ მაკვის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ. Მათ შორის არიან: შერილ კროუ, დურან დურანი და თავად ბენდის წევრები.

„რამდენიმე საათის წინ მითხრეს, რომ  ჩემი მსოფლიოში საუკეთესო მეგობარი გარდაიცვალა” – დაწერა სტივი ნიკმა ტვიტერზე. „სხვა მხარეს შევხვდებით, ჩემო საყვარელო. არ დამივიწყო.”

სოციალურ ქსელში განცხადება ლინდსი ბაკინგემმაც გაავრცელა. „ის და მე მხოლოდ Fleetwood Mac-ის ჯადოსნური ოჯახის წევრები არ ვყოფილვართ. კრისტინი ჩემი თანამოაზრე და სულის მეგობარი იყო. გამიმართლა, რომ მას ვიცნობდი. მართალია, ძალიან მოგვენატრება, მაგრამ მისი  სული მის შემოქმედებაში მუდამ იცოცხლებს.”

ნახეთ ჰარი სტაილსის შესრულებით კრისტინ მაკვის სიმღერა Songbird

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდემ და კელი კლარქსონმა საშობაო სიმღერის Santa, Can’t You Hear Me ცოცხალი ჩანაწერი გამოსცეს

შემდეგი სტატია

My Mind & Me – სელენა გომესმა დოკუმენტური ფილმის კადრებით შექმნილი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი