My Mind & Me – სელენა გომესმა დოკუმენტური ფილმის კადრებით შექმნილი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

მუსიკალურ ვიდეოში Apple TV+-ის ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმიდან კადრებია ნაჩვენები.

ნოემბრის დასაწყისში Apple TV+-ზე სელენა გომესის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის,  My Mind & Me პრემიერა შედგა. ამჯერად კი მომღერალმა ამავე  სახელწოდების სიმღერის მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. ვიდეო დოკუმენტური ფილმის კადრებით არის შექმნილი.

ვიდეოს გამხსნელ სცენაში ვხედავთ პიანინოსთან მჯდომ სელენა გომესს, რომელიც კომპოზიციის მელოდიას უკრავს. კლიპში ასევე ჩანს სიმღერის ჩაწერის ფრაგმენტები. ამის შემდეგ კი ვიდეოში შემოდის დოკუმენტური ფილმის კადრები, რომლებიც ასახავს სელენა გომესის სასცენო გამოსვლებს, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად გადაღებულ კადრებს, მოგზაურობის ეპიზოდებს და ასე შემდეგ. 

„ჩემი გონება და მე/ ჩვენ ხანდახან ვერ ვეწყობით ერთმანეთს/ და სუნთქვა რთული ხდება/ მაგრამ მე არ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას“ – ეს არის სიტყვები,  რომელიც სიმღერის ტექსტში გვესმის. 

დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე, Billboard-მა სელენა გომესს ინტერვიუ ჩამოართვა. მომღერალმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად ფილმის გამოშვებასთან დაკავშირებით ყოყმანობდა. 

„რამდენჯერმე დავაპირე დოკუმენტური ნამუშევრის გამოშვება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სწორი დრო არ იყო“ – ამბობს გომესი –  “შემდეგ პანდემია დაგვატყდა თავს და უამრავმა ადამიანმა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ დაიწყო საუბარი. იზოლაციისას ადამიანებს დეპრესია და შფოთვითი აშლილობები აწუხებდათ. მათ ეუფლებოდათ გრძნობები, რომლებიც ადრე არასდროს განუცდიათ. ვიმედოვნებ, რომ ეს ნამუშევარი გადაიზრდება დიალოგში, რაც საბოლოოდ ადამიანებს დაეხმარება”. 

იხილეთ მუსიკალური ვიდეო – My Mind & Me. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსი კრისტინ მაკვის პატივს Songbird-ის ქავერ ვერსიის სიმღერით მიაგებს

შემდეგი სტატია

სტეფანეს კონცერტი MONO HALL-ში

სტეფანეს კონცერტი MONO HALL-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი