კანიე უესტი ტვიტერზე ისევ დაიბლოკა. მიზეზი მის მიერ გამოქვეყნებული და შემდეგ წაშლილი სვასტიკის ფოტოა.
მას შემდეგ, რაც კანიემ ალექს ჯონთან ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერი მოსწონს, რეპერმა რამდენიმე ხმაურიანი ტვიტი გაავრცელა. მათ შორის მხარდაჭერა ბალენსიაგას მიმართ უკანასკნელ მოვლენებზე და სვასტიკის ფოტო, რომელიც დავითის ვარსკვლავთან არის შერწყმული. ტვიტერმა შეურაცხმყოფელი პოსტი წაშალა.
კანიემ ასევე გამოაქვეყნა ილონ მასკის ფოტოც, სადაც მას უკნიდან Endeavor-ის გენერალური დირექტორი არი ემანუელი წყალს ასხამს. სწორედ ემანუელმა მოითხოვა ბოიკოტი კანიესთვის, ანტისემიტური განცხადებების გამო.
მასკმა დაადასტურა, რომ კანიეს ანგარიში დროებით დაიბლოკა. მან საკუთარ ფოტოზე დაწერა „ამას არა უშავს”, სვასტიკის ფოტოზე კი „ამას – კი”.
მას შემდეგ, რაც ტვიტერის მომხმარებელმა მასკს დაუკომენტარა „აღადგინეთ კანიე, გთხოვთ”, Მასკმა უპასუხა: „მე ყველაფერი გავაკეთე. მაგრამ მან მაინც დაარღვია ჩვენი რეგულაციები. ანგარიში დაიბლოკება.” შემდეგ კიდევ დაამატა: „უბრალოდ ვაზუსტებ, რომ ანგარიში ძალადობის წახალისებისთვის დაიბლოკა და არა ჩემი ფოტოსთვის. გულახდილად რომ გითხრათ, ეს ფოტო კარგი მოტივაციაში დამეხმარა, რომ წონაში დავიკლო.”
That is fine
— Elon Musk (@elonmusk) December 2, 2022
This is not
— Elon Musk (@elonmusk) December 2, 2022
I tried my best. Despite that, he again violated our rule against incitement to violence. Account will be suspended.
— Elon Musk (@elonmusk) December 2, 2022