Beyoncé-მ ფანების მონაწილეობით ახალი კლიპი გამოაქვეყნა

„BREAK MY SOUL „პლატინის სტატუსის” მფლობელია. დიდი მადლობა სიყვარულისათვის “-ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ.

Beyoncé-ს კომპოზიციამ, სახელწოდებით Break My Soul შეერთებული შტატების მასშტაბით „პლატინის სტატუსი“ ოფიციალურად მოიპოვა. ამის აღსანიშნავად, ვარსკვლავმა ახალი კლიპი გამოაქვეყნა, რომელშიც ფანები მონაწილეობენ. უფრო კონკრეტულად კი, კლიპში ვხედავთ სოციალურ მედიაში გავრცელებულ სხვადსხვა შინაარსის სამოყვარულო ვიდეოებს, რომლებშიც სწორედ აღნიშნული სიმღერა ჟღერდება. 

BREAK MY SOUL  „პლატინის სტატუსის” მფლობელია. დიდი მადლობა სიყვარულისათვის“- ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ. 

რაც შეეხება სიმღერის სტატუსს, ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის ცნობით, კომპოზიციის BREAK MY SOUL გაყიდვებმა ერთ მილიონს მიაღწია, რაც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სწორედ “პლატინის სერტიფიკატის“ მოპოვებას გულისხმობს.  

Break My Soul 2022 წლის ივნისში გამოქვეყნდა. სიმღერის გამოშვება წინ უძღოდა  Beyoncé-ს ალბომის, Renaissance-ის გამოცემას. სიმღერამ მალევე დაიმსახურა  კრიტიკოსების დადებითი შეფასებები და  2023 წლის „გრემის“ დაჯილდოების ნომინანტადაც დასახელდა. ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ  Break My Soul წარადგინა სამ ნომინაციაში: „წლის ჩანაწერი“, „წლის სიმღერა“ და „საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერი“. 

ნახეთ Beyoncé-ს მიერ გამოქვეყნებული მუსიკალური ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ადამიანი, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელს ესროლა, 21 წლით დააპატიმრეს

შემდეგი სტატია

კანიე უესტი მის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ პირველ სიმღერას აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი