ლეა მიქელი 5 დეკემბერს სეთ მეიერსის Late Night Show-ს სტუმრობდა, სადაც მან ბროდვეის შოუზე, Funny Girl-ის შესახებ ისაუბრა.
„ამ შოუმ მთელი ჩემი ცხოვრება განაპირობა. პირველად ფილმს ვუყურე, შემდეგ კი ბროდვეიზე აღმოვჩნდი და Glee-ს შოუში ბევრი რამ გავაკეთე. ვგრძნობ, რომ ამ შოუს შესაქმნელად ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დრო – სწორედ ეს არის.“ თქვა ლეა მიქელემ, წამყვან სეთ მეიერსთან.
მომღერლის თქმით, მან ახლახან, სცენის ლეგენდის, ბრაბარა სტრეიზანდის წერილი და ნებართვა მიიღო. „სამსახურში მივედი, ჩემს კარადაში კი ოქროს კონვერტი აღმოვაჩინე, სადაც ეწერა – ნამდვილად მშვენიერია არა? როცა შენი ოცნებები ხდება… ამის წაკითხვის შემდეგ, უბრალოდ მუხლებზე დავეცი. დავურეკე რაიან მერფის, დედაჩემს, ჯონათან გროფს და მაიკლ მაიერს“. ლეა მიქელმა აღნიშნა, რომ ეს წერილი მისთვის ძალიან სასიამოვნო და ბევრის მთქმელია.
ინტერვიუს შემდეგ ლეა მიქელმა კოსტიუმი გამოიცვალა და Funny Girl-ის შოუდან სიმღერა I’m the Greatest Star – შეასრულა.
ნახეთ ინტერვიუ სრულად: