შანაია ტვეინი – 2022 წლის People’s Choice Awards-ზე

ვარდისფერთმიანმა ქანთრი სუპერვარსკვლავმა ჰიტების მიქსი და ახალი სინგლი Waking While Dreaming შეასრულა . მუსიკოსმა Music Icon-ის ჯილდოც მიიღო.
შანაია ტვეინი - ფოტო: ლუი ბენქსი
შანაია ტვეინი – ფოტო: ლუი ბენქსი

ვარდისფერთმიანმა ქანთრი სუპერვარსკვლავმა, ჰიტების მიქსი და ახალი სიმღერა Waking While Dreaming შეასრულა. მუსიკოსმა Music Icon-ის ჯილდოც მიიღო.

People’s Choice Awards-ზე შანაია ტვეინმა დაამტკიცა, რომ მან  Music Icon-ის ჯილდო ღირსეულად მიიღო.

პერფორმანსის დროს მან ჰიტები Any Man of Mine, That Don’t Impress Me Much, Man! I Feel Like a Woman! და უახლესი სიმღერა Waking Up Dreaming შეასრულა. ამ უკანასკნელში კი მომღერალმა სიმღერის ტექსტი, სადაც ბრედ პიტი იყო ნახსენები, სიტყვა Impress-ით (შთაბეჭდილება)  შეცვალა.

შანაია ტვეინს გამოსვლის  შემდეგ ჯილდო მისმა მეგობარმა, მსახიობმა ბილი პორტერმა გადასცა. ტვეინი, კი  გულისამაჩუყებელი სიტყვით წარსდგა: 

„დიდი მადლობა, რომ ეს ჯილდო მაჩუქეთ.  ჩემი დიდი სურვილი იყო, ჩემი მუსიკა ხალხისთვის შთაგონების წყარო გამხდარიყო. მუდამ ვფიქრობ დედაჩემზე, რომელიც სულ მენატრება. ის  ჩემით და ამ მომენტით იამაყებდა. ჩემი გულშემატკივრები, მეგობრები და ჩემი გუნდი აქ არიან. დედაჩემი კი მუდამ ჩემს გვერდითაა და ნამდვილად ვიცი, რომ ჩემს სიხარულს იზიარებს. ჩვენ ერთად ვზეიმობთ,  ის მე სიყვარულით მავსებს და თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებს.  მე კი ყოველთვის მადლობელი ვიქნები მისი.“

მომღერალმა ასევე ხაზი გაუსვა თავის ჩაცმის სტილსაც: „უბრალოდ მივდიოდი კარადასთან და ვიღებდი რაც მქონდა, ან მივდიოდი მაღაზიაში და ტანსაცმელს ბიუჯეტურად ვყიდულობდი. შემდეგ ჩემი ფანტაზიით ვჭრიდი და ვკერავდი.“

შანაია ტვეინმა ახალგაზრდა თაყვანისმცემლებსაც მიმართა: „მინდა ვთქვა რომ ძალიან მიყვარხართ, იყავით ინდივიდუალურები თქვენი გიჟური იდეებით. იყავით მამაცები და დაიმახსოვრეთ, რომ ძალა რაოდენობაშია. ჩვენ ამ ყველაფერში ერთად ვართ და ეს ერთად ყოფნა სიყვარულია, როცა ცხვირ წინ კარს გიკეტავენ, გაიქეცით ამ კარისკენ და შეამტვრიეთ. მერწმუნეთ არ ინანებთ“

ნახეთ შანაია ტვეინის სრული გამოსვლა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტი მის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ პირველ სიმღერას აზიარებს

შემდეგი სტატია

ადამ ლევინი Google-ის 2022 წლის ტოპ ტრენდული მუსიკოსია 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი