Red Hot Chili Peppers-ის Californication Youtube-ის „მილიარდნახვიანთა კლუბს” შეუერთდა

ბენდისთვის ეს პირველი შემთხვევაა.

Red Hot Chili Peppers-ის ვიდეოკლიპმა  სიმღერაზე Californication ოფიციალურად ერთ მილიარდ ნახვას მიაღწია.

კლიპის სიუჟეტი ვიდეოთამაშში ვითარდება, რომლის გმირებიც ბენდის წევრების ავატარები არიან. Californication ჯგუფის პირველი ვიდეო გახდა, რომელსაც მილიარდი ნახვა აქვს. Youtube-ის მონაცემებით, 2022 წელს კლიპს დღეში საშუალოდ 290 000 ნახვა ჰქონდა. 

Californication, რომელიც ბენდის მეშვიდე, ამავე სახელწოდების ალბომის მთავარი სიმღერაა, Red Hot Chili Peppers-მა 2000 წელს სინგლის სახით გამოუშვა. 

წელს ჯგუფი 6-წლიანი პაუზის შემდეგ ორი ალბომით დაბრუნდა – Unlimited Love და Return of the Dream Canteen. 2023 წელს კი Red Hot Chili Peppers მსოფლიო ტურნეს იწყებს. ტურნეს ფარგლებში მათ The Roots, იგი პოპი, The Mars Volta და სხვა შემსრულებლები შეუერთდებიან.

ნახეთ ვიდეოკლიპი სიმღერაზე Californication

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეი ფოტო: ნილ კრუგი

ლანა დელ რეიმ ახალი ალბომი  დააანონსა და სიმღერაც გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

„მზად ვარ მხიარულებისათვის“- სელენა გომესი ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს აანონონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი