Backstreet Boys წევრ ნიკ კარტერს ხუთშაბათს, ჩვიდმეტი წლის გულშემატკივრის გაუპატიურების გამო სასამართლოში ბრალი წაუყენეს. სავარაუდო ფაქტი 2001 წელს ვაშინგტონში, კონცერტის შემდეგ, ავტობუსში მოხდა.
ნევადის სამოქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში, შენონ რუთი ამბობს, რომ კონცერტის შემდეგ გულშემატკივრები ნიკს ავტოგრაფს სთხოვდნენ, ნიკმა იგი ავტობუსში დაპატიჟა და ალკოჰოლური სასმელით დაათრო.
მსხვერპლის თქმის, იგი ახლა ოცდაცხრამეტი წლისაა, მომხდარიდან ოც წელზე მეტი გავიდა, რა დროის განმავლობაშიც მას ეს ფაქტი არ გაუხმაურებია, რადგან შურისძიების ეშინოდა.
ნიკ კარტერი მოსარჩელეს დაემუქრა, რომ ციხეში ჩასვამდა, თუ ამის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, რადგან ნიკ კარტერი იყო და ამის გასაკეთებლად ძალაუფლება შესწევდა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მრავალი წლის განმავლობაში ჩუმად იყო. – წერენ რუთის ადვოკატები.
რუთის გარდა სარჩელი მომღერლის წინააღმდეგ, კიდევ სამ ადამიანს აქვს შეტანილი. მათი თქმით ისინი ნიკ კარტერისგან ძალადობას 2003- 2006- წლებში განიცდიდნენ. საჩივრის თანახმად, სამივე გოგონა ერთი და იგივე ხერხით, ალკოჰოლის დაძალებით და ძალის გამოყენებით არის გაუპატიურებული, რომელთაგან ერთი იმ პერიოდში სავარაუდოდ არასრულწლოვანი იყო.
„პრეტენზია ინციდენტის შესახებ რომელიც სავარაუდოდ ოცი წლის წინ მოხდა, არა მხოლოდ იურიდიულად უსაფუძვლოა, არამედ მცდარიც. სამწუხაროდ, რამდენიმე წელია ქალბატონი რუთი მანიპულირებს და ცრუ ბრალდებებს ავრცელებს, ეს ბრალდებები დროთა განმავლობაში არაერთხელ შეცვლილა. არავინ უნდა მოტყუვდეს პრესის იონებით და შესაძლებლობას და ხელსაყრელ სიტუაციას მორგებული ადვოკატებით. არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი და გვჯერა სასამართლო ამას მალე გააცნობიერებს“. – ნათქვამია ჰოლცის განცხადებაში
ეს ნიკ კარტერის წინააღმდეგ პირველი ბრალდება არ არის. ჯერ კიდევ 2017 წელს, მელისა შუმანმა, თინეიჯერული პოპ ჯგუფის Dream-ის ყოფილმა წევრმა, 2003 წელს მომხდარ სექსუალურ ძალადობაში ნიკ კარტერი საჯაროდ დაადანაშაულა. მაშინ მელისა თვრამეტი წლის იყო. ნიკ კარტერმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ მელისა შუმანს არასდროს უთქვამს, რომ რაც მათ შორის მოხდა ურთიერთ შეთანხმებული არ იყო.
მელისა შუმანის ბრალდებების გამოძიების შემდეგ, ლოს-ანჯელესის პროკურატურის თქმით, კარტერის წინააღმდეგ სასამართლო პასუხისგებაში მიცემის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო.
ნიკ კარტერის წინააღმდეგ ახალი სარჩელი, სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ, შემაშფოთებელ დეტალებს შეიცავს.
რუთი ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ კარტერი მას ფაქტის გასაჯაროებისთვის დაემუქრა. მისი აზრით, მომხდარს არავინ დაიჯერებდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუთს აუტისტური სპექტრის აშლილობა, ცერებრული დამბლა აქვს.