ბლეიკ შელტონმა ჯენიფერ ჰადსონს საშობაოდ თხა გაუგზავნა

„სხვათა შორის, თხამ პირველი კლასით იმგზავრა”, – იხუმრა მომღერალმა.
ბლეიკ შელტონი ჯენიფერ ჰადსონის შოუში

ბლეიკ შელტონი ჯენიფერ ჰადსონის შოუს ეწვია და გაიხსენა ამბავი, როცა მას საშობაოდ თხა აჩუქა. 

„მომენატრე. ჩვენ გვინდოდა, რომ „ვოისში” დაბრუნებულიყავი და არა ეს გიჟური შოუ დაგეწყო!” – იხუმრა ქანთრის ვარსკვლავმა.

შემდეგ საუბარი იმ საჩუქრებზე ჩამოვარდა, რომლებსაც წლების განმავლობაში მეგობრები ერთმანეთს სჩუქნიდნენ. ამ დროს ჰადსონი აუდიტორიას მიუბრუნდა: „იცით, რომ ერთხელ ბლეიკმა თხა გამომიგზავნა?” როგორც შემდეგ გაირკვა, ეს საჩუქარი ჰადსონის 13 წლის ვაჟის თხოვნა იყო, რომელიც ფერმის ცხოველებით იყო დაინტერესებული.

„მგონი შენც გითხარი, რომ მინდოდა, მისთვის საშობაოდ თხა მეჩუქებინა. ჰოდა, ჯუჯა თხა ვაჩუქე. თვითმფრინავი დამჭირდა, რომ ოკლაჰომიდან ჩიკაგოში ჩამეყვანა. სხვათა შორის, თხამ პირველი კლასით იმგზავრა.”

ჰადსონმა თქვა, რომ მისმა ვაჟმა ჯუჯა თხას პრენსერი დაარქვა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი შობა იყო.

ნახეთ ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მისი ელიოტის პროგნოზით, ლიზო ლეგენდად იქცევა

შემდეგი სტატია

Diddy მეშვიდე შვილის შეძენას ადასტურებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი