მისი ელიოტის პროგნოზით, ლიზო ლეგენდად იქცევა

„ის ერთ-ერთია იმ არტისტთა შორის, რომლებიც ყოველთვის გაიყიდებიან”, – წერს რეპერი.
ლიზო
AB+DM

მისი ელიოტი ლიზოს დიდი ფანია. Entertainment Weekly-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში რეპერმა გაამხილა, რომ დარწმუნებულია, მომავალში ლიზო ლეგენდარული მუსიკოსი გახდება.

„მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა სტუდიაში. მაშინვე ვიცოდი, რომ გასაოცარი იყო. ის შემოვიდა, მუსიკა გაიგონა, შევიდა ხმის ჩამწერ ოთახში  და სიმღერა დაიწყო. საკუთარ თავს მივამსგავსე. გამახსენდა ის პერიოდი, როცა შოუ-ბიზნესში პირველად მოვედი. ვუთხარი კიდეც: შენ ძალიან მაგონებ ჩემს თავს. მაშინვე ვიგრძენი მასთან კავშირი.”

მისი ელიოტი ლიზოს ალბომზეც (Special) საუბრობს. „მთელი ალბომი მიყვარს. ჩართავ და ისწავლი შენი თავის სიყვარულს, მეგობრების სიყვარულს. ის ბედნიერს მხდის. თითქოს ცოტა დისკოა, ცოტა ჰიპ-ჰოპი. მე ვფიქრობ, რომ ლიზო კლასიკაა და ლეგენდად იქცევა. იგი ერთ-ერთია იმ არტისტთა შორის, რომლებიც ყოველთვის გაიყიდებიან. რისი გაკეთებაც არ უნდა მოინდომოს, მჯერა, ყველაფერში საუკეთესო იქნება”, – ამბობს ელიოტი. 

ლიზო კი მისი ელიოტის ფანია. ნოემბერში, როცა რეპერი ტურნეზე ესტუმრა, მან ფოტო გაავრცელა წარწერით: „ჩემი სახე მას შემდეგ, რაც მისი ელიოტი მესტუმრა. შენთან ერთად სცენაზე დგომა ჩემი ოცნებაა. ჩემი კუმირი! მიყვარხარ! მადლობა!”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალიშა კისი

ალიშა კისის პირველი საშობაო ალბომი  – Santa Baby

შემდეგი სტატია

ბლეიკ შელტონმა ჯენიფერ ჰადსონს საშობაოდ თხა გაუგზავნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი